რუმინეთში მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა (+ვიდეო)
რუმინეთში მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა (+ვიდეო)
რუმინელმა მეხანძრემ ხანძრის დროს გაზით მოწამლული ძაღლი გადაარჩინა. მან ცხოველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.

გამომცემლობა "Mashable"-ს ცნობით, ქალაქ პიტეშტის ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. სახლის 51 წლის მცხოვრები საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. შინაური ბინადარი კი იქვე, გზის პირას იწვა.

მაშინ ძაღლის საშველად მეხანძრე კოსტაკ მუგურელი მივიდა. მან ცხოველს გულის არაპირდაპირი მასაჟი, შემდეგ ხელოვნური სუნთქვა და ბოლოს ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთა. შედეგად, პაციენტმა სუნთქვა დაიწყო და მალე ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მეხანძრის ქმედებამ სოცქსელის მომხმ
არებელთა აღტაცება გამოიწვია. საპასუხოდ, მუგურელმა ხაზი გაუსვა, რომ თავს გმირად სულაც არ თვლის.

”ყველას მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი ვალი მოვიხადე”, - დაწერა მან
თავის ფეისბუქ გვერდზე.

იხილეთ ვიდეო
salome
საქართველოშიც ჩაუტარებიათ ქართველ მაშველებს კატისთვის ხელოვნური სუნთქვა , ჩემი თვალით ვნახე , არაყიშვილზე მოხდა .....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?