"ბრეკეტებიანი" ოქროსფერი რეტრივერი ინტერნეტვარსკვლავი გახდა
"ბრეკეტებიანი" ოქროსფერი რეტრივერი ინტერნეტვარსკვლავი გახდა
ოქროსფერი რეტრივერი უელსი, რომლისთვისაც ვეტერინებმა კბილების გასწორება გადაწყვიტეს, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა. ვეტ-კლინიკამ  Harborfront, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში (აშშ), გაავრცელა ლეკვის ფოტო ბრეკეტებით, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა.

როცა ცხოველის პატრონმა მოლი მურიმ ბინადარს შეამჩნია, რომ მას უჭირდა კვება, თამაში და პირის ნორმალურად დახურვა, გადაწყვიტა 6 თვის უელსისთვის კბილების განლაგება შეესწორებინა.

"ლეკვმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. მას უჭირდა თამაში. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რათა მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა და უელსს ჩვეულებრივი ძაღლივით ეცხოვრა."- ამბობს ლეკვის პატრონი, რომელიც Harborfront-ის კლინიკაში ვეტერინარია.

Zooclub

"ჩვენ არ
ვიყენებთ მსგავს მეთოდებს ცხოველებზე და ბრეკეტებს სილამაზისთვის არ ვაკეთებთ. ამის საჭიროება ჩნდება მაშინ, როცა ძაღლი
განიცდის ტკივილს ან მისთვის ეს აუცილებელია."- წერს მური.

Zooclub

ვეტერინარის თქმით, მსგავს ოპერაციას წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ აკეთებს.
American Veterinary Dental College-ის ინფორმაციით, ძაღლებში კბილების არასწორმა ზრდამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კბილის ემალის გაქრობა, რაც ცხოველს დისკომფორტს უქმნის.

ასევე იხილეთ:

ის არ გავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით

ამ ძაღლის სახე იმდენად დეფორმირებული იყო, რომ ის ღორს მოგაგონებდათ

ლაბრადორის მუცელში აღმოაჩინეს 62 თმის რეზინი, 8 ქვედა საცვალი და ერთი ე.წ. ბანდაჟი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?