ცხოველებმა ადამიანები თოვლის ტყვეობიდან იხსნეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს!
ცხოველებმა ადამიანები თოვლის ტყვეობიდან იხსნეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს!
ხანდახან ძაღლები წარმოუდგენლად გმირულ საქციელს სჩადიან. ჩვენ 12 ასეთ ისტორიას გაგაცნობთ, როდესაც ძაღლებმა ადამიანები თოვლისგან, სიცივისგან და ყინულივით ცივი წყლისგან იხსნეს.


ბარი
Zooclub
ბარიმ 1800-იან წლებში 40 სიცოცხლეზე მეტი გადაარჩინა. ყველაზე ცნობილი გახდა პატარა ბიჭის შემთხვევა, რომელიც ბარიმ ყინულის გამოქვაბულში მძინარე იპოვა. ძაღლმა ბავშვი ზურგით მიიყვანა ჰოსპისში, სადაც ის ცხოვრობდა.

კენო - კოლის და ლაბრადორის მეტისი
Zooclub
2000 წლის 19 დეკემბერს ბერნის სათხილამურო კურორტზე ლაბრადორმა კენომ და მისმა პატრონმა რობინ სიგგერსმა საბაგიროს ოპერატორი ზვავისგან იხსნეს. სანამ კენო მას იპოვიდა, ოპერატორი თოვლის ქვეშ 20
წუთი იმყოფებოდა.

შანა, ირლანდიური ნაგაზი (მგელთმგუდავი)
Zooclub
ევა და ნორმან ფერტინდები ძლიერი ქარბუქის დროს სახლთან ახლოს
დაიკარგნენ. მათმა ძაღლმა შანამ 60 მეტრის მანძილზე გათხარა გზა, შემდეგ კი წყვილი სახლამდე თავად მოიყვანა და მეხანძრეების მოსვლამდე მათ საკუთარი სხეულით ათბობდა.

ბელა და ბექსტერი
Zooclub
6 წლის რაილ სმიტი მისურიდან, ზამთარში ქუჩაში თამაშის დროს დაიკარგა. ბელამ და ბექსტერმა იპოვეს ბავშვი და გაათბეს.

ამბერი, ოქროსფერი რეტრივერი
Zooclub
52 წლის ოტის ორტი თოვლის ყველგანმავალი ალიასკის ტყეებში ჩარჩა. ამბერი ლუკასს მთელი ღამე ათბობდა, მან ყვავიც კი დააფრთხო, რომელიც ორტისთვის თვალების ამოკორტნას ცდილობდა. მეორე დილით თოვლის სხვა ყველგანმავლის ხმის გაგონებისთანავე ამბერმა პატრონს დახმარება მიუყვანა.

ჯუნო, ჰასკი
Zooclub
ლეონარდ სომერსი თხილამურებით შეჯიბრში მონაწილეობდა. ის ჯერ თოვლში ამოზიდულ ქვას დაეჯახა, შემდეგ კი ხეს. მან ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა, მაგრამ ჯუნომ ის თოვლიდან ამოთხარა და შემდეგ დახმარებაც მიიყვანა.

რეილი, რეტრივერი

Zooclub
ნენსი შირინი ძლიერი თოვლის დროს, გაზის მაჩვენებლის დაზიანების გამო, კინაღამ დაიღუპა. ღამე თოვლმა მისი გამათბობელის მილი ამოავსო. რეილი ამ დროს სახლში იყო და ნენსი გააღვიძა.

როკი, ლაბრადორისა და ჰასკის მეტისი

Zooclub
9 წლის სამარა და 10 წლის კრიმზენი გაყინულ მდინარეზე თამაშობდნენ, როდესაც ყინული ჩატყდა და ბავშვები წყალში ჩაცვივდნენ. როკიმ ჯერ ერთი გოგონა ამოიყვანა წყლიდან ნაპირზე, შემდეგ - მეორე.

ეისი, მაშველი
Zooclub
დონნა მოლნერი ზვავმა ჩამარხა და თოვლის ქვეშ თითქმის სამი დღე გაატარა. ეისიმ ქალბატონი ცოცხალი და სრულ გონებაზე იპოვა.

ბრიტანი, ნაგაზი
Zooclub
როდესაც შვიდი წლის ხაბაროვსკელი ლიზა გრაბოვსკაია სკოლიდან სახლში არ დაბრუნდა, პოლიციის ძაღლმა ბრიტანიმ თოვლში 2 მეტრის სიღრმის ორმო ამოთხარა, სადაც აღმოჩნდა გოგონა.

არსება, პიტბული
Zooclub
ორი წლის ძაღლმა, სახელად არსება, პატრონი გადაარჩინა. 89 წლის კარმენ მიტჩელი ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად.

ენდი, ოქროსფერი რეტრივერი
Zooclub
ედიმ შეამჩნია, რომ ხანში შესული მეზობელი წაიქცა და თოვლის ნამქერში ჩავარდა. ძაღლმა მიირბინა ნამქერთან და ყეფით თავის პატრონს, ვიკის დაუძახა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?