ჯონი დეპის ცოლი სასამართლოში დაიბარეს
ჯონი დეპის ცოლი სასამართლოში დაიბარეს
ამერიკელი მსახიობი ემბერ ჰერდი ავსტრალიის სასამართლოში დაიბარეს. რამდენიმე ხნის წინ ჯონი დეპი მეუღლესთან და ორ ძაღლთან ერთად, საკუთარი თვითმფრინავით გადაფრინდა ავსტრალიის ტერიტორიაზე, სადაც ფილმ "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს.

მსახიობების ოჯახმა დაარღვია ადგილობრივი კანონმდებლობა, როდესაც ძაღლები ავსტრალიის ტერიტორიაზე შეიყვანა, ამიტომ ჯონი დეპმა სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა თავის ბინადრებთან ერთად, რადგან ავსტრალიაში მის ძაღლებს ევთანაზია ემუქრებოდათ.

ემბერ ჰერდის სასამართლოში დაბარების მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახდა. BBC-ის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ელით ან ჯარიმა
265 ათასი დოლარის ოდენობით.

"ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა აღარ მოგვიწიოს."- ამბობს ემბერ ჰერდი
ავსტრალიის ერთ-ერთი ტელე-შოუს ეთერში.


იხილეთ ამბის დასაწყისი:

ჯონი დეპის ლეკვებს ევთანაზია ემუქრებათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?