ჯონი დეპის ლეკვებს ევთანაზია ემუქრებათ
ჯონი დეპის ლეკვებს ევთანაზია ემუქრებათ
ჯონი დეპს მხოლოდ 48 საათი დარჩა თავისი ორი ლეკვის გადასარჩენად, რომლებსაც ავსტრალიის ხელისუფლება ევთანაზიით ემუქრება.

მსახიობის თაყვანისმცემლები თითოეულ ცხოველთა მოყვარულს სთხოვენ, პეტიციას ხელი მოაწერონ და უდანაშაულო ლეკვები სიკვდილისთვის არ გაიმეტონ.

ფილმ "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდეგ ეპიზოდს ავსტრალიაში იღებენ. ჯონი დეპმა ლეკვები გადაღბაზე პირადი თვითმფრინავით ჩაიყვანა, თუმცა, ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბარნაბი ჯოუსმა განაცხადა, რომ ჯონი დეპის მგზავრობის წესების დარღვევის გამო, ლეკვებს ევთანაზია გაუკეთდებათ.

"როცა მფლობელს ცხოველი ავსტრალიის ტერიტორიაზე მოჰყავს,  აუცილებელია, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდეს კარანტინში და შემდეგ დაუბრუნდეს პატრონს. კანონი ყველასთვის ერთია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს ამ
კანონს."- ამბობს მინისტრი.

ეს არ არის ძაღლების ევთანაზიის მიზეზი. მას შემდეგ, რაც მსახიობის ლეკვების დასაცავად
პეტიცია შეიქმნა, უკვე 9 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

Zooclub

მსახიობმა იორკშირული ტერიერის ჯიშის ლეკვები ბოო და პისტოლი ავსტრალიაში საკუთარი თვითმფრინავით წაიყვანა. მას სურდა, ფილმის გადაღებისას ლეკვებიც თან ჰყოლოდა, თუმცა, სურვილი, როგორც ჩანს, ძვირად დაუჯდება. იმ შემთხვევაში, თუ დეპი თავის ბინადრებს სახლში არ დააბრუნებს, ცხოველებს ევთანაზია ემუქრებათ.

ჰოლივუდის მსახიობს, ფაქტთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მისი თაყვანისმცემლები ცხოველთა თითოეულ მოყვარულს 
სთხოვენ, ხელი მოაწერონ პეტიციას,  რომელიც ლეკვებს ევთანაზიისგან დაიხსნის.

_ _ _

ბოლო ინფორმაციით, ძაღლები თვითმფრინავით სახლში ბრუნდებიან. ყველაფერი კარგად დასრულდა!


ასევე იხილეთ:

ებოლათი დაავადებული ექთნის ძაღლს ევთანაზია გაუკეთეს

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

loma
როგორც ვიცი დეპმა ლეკვები თავისი თვითმფრინავით უკან გაამგზავრა, დიდება სიცოცხლის გადამრჩენელებს.
სოფო
მაია, ავსტრალია არ არის ცივილიზებული დასავლეთი :)
ეთერი
ვეთანხმები ლომას
ეთერი
რა საყვარლები არიან... მართლაც სასწრაფოდ გაიყვანოს ქვეყნიდან თავის სახლში თუ კი ამის ნებას აძლევენ,ხო გადარჩებიან ლეკვები.ეს რა კანონია,ამას ქვია ცხოველთა დაცვა? გამონაკლისი შემთხვევები გაეთვალისწინებინათ კანონში ჩამოსულთათვის.ღმერთო შენ უშველე მათ
გასაკვირია პირდაპირ-ს :)
დამასწარი დაწერა :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?