ძაღლის 5 ჯიში, რომელთა შესახებაც ცოტას თუ სმენია
ძაღლის 5 ჯიში, რომელთა შესახებაც ცოტას თუ სმენია
გერმანული ნაგაზი, იორკშირული ტერიერი და სხვა ძაღლის ჯიშები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, მაგრამ არიან ნაკლებად პოპულარული სახეობები, რომლებიც შესაძლოა, ბევრს გავრცელებულ ჯიშებში შეეშალოს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი იშვიათი სახეობა სრულად ან ნაწილობრივ განსხვავდება თავისი მოძმეებისგან, როგორც ხასიათით, ისე დანიშნულებით.

გარდა ამისა, ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ძაღლის ჯიშები სანახევროდ ან სრულად გათავისუფლდნენ თავიანთი პირვანდელი დანიშნულებისგან. მაგალითად, დღეს მონადირე ძაღლებს ნაკლებად წვრთნიან ნადირობისთვის. ცხოველების ინტერნეტ პორტალმა (Iheartdogs) გამოაქვეყნა ძაღლის 5 ჯიში, რომელთა შესახებაც ცოტას თუ სმენია. სტატიის ძირითად წყაროს წარმოადგენს  "ძაღლების ენციკლოპედია" (ესტერ ვერჰუფ-ვერჰალლენი).

ფილა
ბრაზილეირო

Zooclub

ფილა ბრაზილეირო ასევე ცნობილია, როგორც ბრაზილიური მასტიფი. ეს მონადირე და დარაჯი ჯიშია, რომელსაც უნარი
აქვს, პატრონი დაიცვას რეალური საფრთხისგან. ფილა ცნობილია თავისი ერთგულებით, ამიტომ, ბრაზილიაში გამოთქმაც არსებობს - "ერთგული, როგორც ფილა". ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში ეს ჯიში აკრძალულია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიური მასტიფი ახალბედა პატრონებისთვის და ქალაქის პირობებისთვის არ არის რეკომენდირებული. ფილას სასიცოცხლოდ სჭირდება დიდი სივრცე, რათა თავის ფიზიკურ ფორმაზე იზრუნოს.

სტაბიჰუნი

Zooclub

სტაბიჰუნის სამშობლოდ ნიდერლანდები ითვლება, თუმცა, ამ ჯიშს დღეს იშვიათად შეხვდებით.  მე-19 საუკუნეში პოინტერებისა და სეტერების ფართოდ გავრცელების შემდეგ, სტაბიჰუნის პოპულარობამ მკვეთრად იკლო.

ეს ჯიში საუკეთესო მონადირეა, რომელსაც ნადავლი წყლიდან ყოველგვარი დაზიანების გარეშე ამოაქვს. ასევე, ერთგული მეგობარი და იდეალური კომპანიონია.

ლაგოტო რომანიოლო

Zooclub

ლაგოტო რომანიოლო - იშვიათი იტალიური ჯიში. ამ ძაღლებს დროთა განმავლობაში წყალში სამუშაოდ იყენებდნენ, შემდეგ მიწის ქვეშ ტრუფელების მოსაძებნად. ლაგოტოს კარგად აქვს განვითარებული მონადირე ინსტინქტები. გარდა ამისა, საუკეთესო კომპანიონი და ერთგული მეგობარია.

ნორვეგიული ელკჰაუნდი

Zooclub

ეს ჯიში გამოყვანილია ნორვეგიაში. მისი ძირითადი დანიშნულება ფრინველებზე ნადირობა და გარეული ფრინველის კვერცხების პოვნაა. ელკჰაუნდის გამორჩეული დამახასიათებელი ნიშანი - თათებზე ექვსი თითი ოთხის ნაცვლად, რისი საშუალებითაც ის მარტივად გადაადგილდება კლდოვან ადგილებზე.

კოიკერჰონდე

Zooclub

ამ ჯიშის დანიშნულება წყალში ნადირობა იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოიკერჰონდე თითქმის გადაშენდა, თუმცა, ენთუზიასტებმა შეძლეს მისი გადარჩენა. დღეს ამ სახეობას იშვიათად შეხვდებით. აქტიურმა ძაღლმა დროთა განმავლობაში ადამიანთან ერთად ცხოვრება ისწავლა. კოიკერჰონდე- მეგობრული და მხიარული ჯიშია, ამიტომ პატრონების უმეტესობას ის გამორჩეულად უყვარს.

იხილეთ გაგრძელება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?