როგორ დავალევინოთ ჩვენს ბინადარს წამალი?
როგორ დავალევინოთ ჩვენს ბინადარს წამალი?
როდესაც ჩვენი შინაური ბინადარი ავად ხდება, მას წამლებს უნიშნავენ. ამ დროს თავს მრავალი სირთულე იჩენს! როგორ ვაიძულოთ ცხოველი გადაყლაპოს უგემური პრეპარატი? ამის შესახებ რამოდენიმე იდეას გაგიზიარებთ.


მაშ ასე, წამლები, რომლებიც ცხოველმა უნდა გადაყლაპოს, ორი სახისაა: თხევადი და მკვრივი.

თხევადი პრეპარატი - განსხვავებული სუსპენზიები, ხსნარები და მიქსტურები. მკვრივი პრეპარატები - ტაბლეტები და კაფსულები.

ადვილი მისახვედრია, რომ თხევადი წამლების მიღებასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა. პრეპარატისგან გამომდინარე, შეგიძლიათ ის უბრალოდ შეურიოთ ცხოველის სასმელში, მაგალითად, რძეში და საქმე მოგვარებულია! მაგრამ, თუ წამალს სპეციფიკური გემო ან სუნი აქვს, თქვენმა
ბინადარმა შეიძლება უარი განაცხადოს მის მიღებაზე, რა სასმელშიც არ უნდა იყოს ის შერეული.

მაშინ ხერხის
გამოყენება მოგვიწევს. წამალი შეისრუტეთ შპრიცით (რა თქმა უნდა, ნემსის გარეშე). იგი ძაღლის პირში გვერდიდან მოათავსეთ და შეუშხაპუნეთ. ძალის დატანება არ გინდათ, თორემ ცხოველი დაიმახსოვრებს და შურის საძიებლად განეწყობა.

მკვრივ წამლებთან დაკავშირებით მეტი გამომგონებლობა მოგიწევთ. რა თქმა უნდა, პირველად ყველაზე ცნობილი ხერხი მოგაფიქრდებათ - ტაბლეტის ძეხვში ან გამდნარ კარაქში ჩადება. რა უნდა იყოს ამაზე ადვილი?! თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგალითად ბინადარმა შეიძლება გადაყლაპოს ძეხვი, ტაბლეტი კი უბრალოდ გამოაგდოს. შეიძლება ვცადოთ ტაბლეტების მის საყვარელ მშრალ საჭმელთან ერთად პირდაპირ საკვებურში ჩადება, მაგრამ იმის ალბათობა, რომ კატა ამ ტყუილს მიგიხვდებათ ასევე დიდია. იმ შემთხვევაში, თუ ტყუილი არ შეგიძლიათ სცადეთ შემდეგი:

დაფშვენით აბი, გახსენით წყალში და ცხოველს თხევადი წამლის მიღების პრინციპით მიეცით.

თუ აბი იმათგანაა, რომლის დაფშვნაც მიღებამდე დაუშვებელია, მაშინ გაუხსენით ცხოველს პირი, ტაბლეტი უკან, ენის დასაწყისში დაუდეთ და  ცხვირზე თითი ოდნავ მიარტყით. ლაპვის რეფლექსი ყველაფერს თქვენს მაგიერ გააკეთებს.

დასანანია, თუ კატას ან ძაღლს ვერ აუხსნით, რომ ეს ყველაფერი მის სასიკეთოდ კეთდება. თუმცა, მოყვარული ცხოველები გულში გაბრაზებას დიდხანს არ გაიჩერებენ. მითუმეტეს, თუ პატრონები დროზე მოუბოდიშებენ. ამისთვის ერთი ნაჭერი ძეხვი სრულიად საკმარისია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?