ჯანდაცვის სამინისტრო - ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს პრობლემას არ უქმნის
ჯანდაცვის სამინისტრო - ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს პრობლემას არ უქმნის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ცხოველების მედიკამენტებთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება მოსალოდნელი არ არის.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, ცხოველებთან დაკავშირებით სხვა რეგულაციებია და ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო არეგულირებს.
"ჩვენ შევთანხმდით, მათ მოგვაწოდეს ყველა ავტორიზირებული ვეტკაბინეტისა და ვეტაფთიაქის მისამართები. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად გასცენ წამლები. არანაირი შეფერხება ამ მხრივაც არ არის მოსალოდნელი", – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

როგორც რეგულირების
სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაცის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ განაცხადა, ცხოველებისა და ადამიანებისთვის განკუთვნილი სამკურნალო
საშუალებების რეგულაციების განმახორციელებელი ორგანო სხვადასხვაა. მისივე თქმით, ადამიანებისთვის საჭირო სამკურნალო საშუალებების რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ცხოველებისთვის – სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ნაილი შენგელიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დღეს გატარებული ღონისძიება ეხება ადამიანებისთვის გამოყენებულ პროდუქტებს. მისივე თქმით, პროექტის ამუშავება ვეტერინარულ სამსახურს არანაირ პრობლემას არ უქმნის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?