რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
ლაბრადორი ჭკვიანი, ერთგული სამომსახურეო ძაღლია. იგი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

მას მრავალი ისეთი თვისება გააჩნია, რომლებიც ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში, უყვარს მათთან ერთად თამაში და დამთმობია, არ არის აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ გარემოცვაში იზრდება.

საქართველოში ლაბრადორის ჯიში საკმაოდ გავრცელებულია. მისი ფასი, საშუალოდ 250 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.

ლაბრადორი საკმაოდ ენერგიული ჯიშია, ცნობისმოყვარე ძაღლია და მოსწონს გარემომცველი სამყაროს შესწავლა, ამას თუ დავუმატებთ
მათ სიყვარულს საკვებისადმი, ჩვენ მივიღებთ ძაღლს, რომელსაც ხეტიალისადმი აქვს მიდრეკილება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ
ლაბრადორი უცებ გაქრება ხოლმე პატრონის მხედველობის არედან: ის ან მადისაღმძვრელ სუნს მიყვება, ან ვინმე ნაცნობის შეასაგებებლად გარბის, ან უბრალოდ, გარემოს სწავლობს რამე საინტერესოს აღმოსაჩენად. ამ ცნობისმოყვარეობის და აგრეთვე, ჯიშის პოპულარულობის გამო, ლაბრადორი იმ ძაღლთა რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იკარგებიან და მერე ვეღარ პოულობენ, რადგანაც ადვილად ეგუებიან ახალ პატრონს.

თბილისში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები, სადაც ხშირად პირველ ადგილს საქართველოს ლაბრადორები იკავებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ორი არაჩვეულებრივი ლაბრადორის პატრონს, ქალბატონ ნინო შილაკაძეს, რათა დაწვრილებით მოეყოლა მისი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.

-პირადად მე ორი ხვადი ლაბრადორი მყავს, ორივე ჯანმრთელი და ორივეს თავისთავად გაკეთებული აქვს ანალიზები, რომელთა მიხედვით არანაირი გენეტიკური დაავადების გადამტანი არ არიან.
გარდა ამისა, ორივე მათგანი ჩემპიონია. ერთი, რომელიც 8 წლის ხდება, არის საქართველოს ჩემპიონი, აზეირბაიჯანის, ასევე საქართველოს Grand ჩემპიონი და FCG ჩემპიონი. ასევე მყავს, მეორე, შავი ლაბრადორი, რომელიც არის 12 ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს ლაბრადორებში ჯერ-ჯერობით ერთადერთი INTERCHEMPION.

-აჯვარებთ თქვენს ძაღლებს?
უფროსს ლაბრადორს საკმაოდ ბევრი შვილი ჰყავს, მეორეს კი დიდი ხანი ვურჩევდი მეწყვილეს. საკმაოდ ბევრ ადამიანს ვუთხარი უარი შეჯვარებაზე, ვინაიდან ვცდილობ, ფრთხილად ავარჩიო წყვილი. მსურს, ბევრად გავაუმჯებესო ხარისხი. ვინაიდან, საკმაოდ იმატა ლაბრადორების რიცხვმა და თვითნებურად შეჯვარებულებმა, სწორედ ამიტომ მოხდა ჯიშის გაუბრალოება და ისეთი მაღალი ხარისხის ლეკვები ვეღარ ჩნდებიან.

-როგორ არჩევთ ძუ ძაღლს?
სპეციალისტმა უნდა აარჩიოს წყვილი, ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა ამ საკითხში. მაგრამ, სამწუხაროდ, შეცდომა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ძაღლსაშენებსაც მოსდით, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთანაც რომელიმე სპეციალისტს დაეშვა შეცდომა - ანუ, ერთმანეთთან გენეტიკურად შეუსაბამობა..

-ეს შეუსაბამობა როდის ხდება?
-არ უნდა შევაჯვაროთ დაავადებული ძაღლი. არც ახლო ნათესაური კავშირის შემთხვევაშია რეკომენდირებული შეჯვარება.


სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა დაკარგული ლაბრადორების რიცხვმა და ასევე ხდება, როგორც ასეთი, ლაბრადორის გადაჯიშება, ანუ შეჯვარება სხვა ჯიშზე და მისი სუფთა სისხლად "გასაღება“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ნანა ხომასურიძეს, მას თავად ჰყავს ლაბრადორი და ასევე ცხოველთა დიდი მოყვარულია.

-ქალბატონო ნანა, როგორია საქართველოში სიტუაცია ?
- დღესდღეობით, არსებული სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში ასეთია - რამოდენიმე ძაღლი, ისიც ხვადი გვყავს ჩამოყვანილი საქართველოში. არსებულ ჩამოყვანილ ხვადებს თითქმის არ აჯვარებენ იმავე ჯიშის წარმომადგენლებთან იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო ძუ.
საქართველოში ლაბრადორების ერთადერთი ლეგალური საშენი, "ფიტელი", გენადი სიმიონოვს ეკუთვნის. მას ამჯერად ქვეყანაში ჩამოყვანილი ჰყავს 2 ძუ და რამოდენიმე ხვადი ლაბრადორი.
რაც შეეხება საქართველოში მყოფ ლაბრადორებს, ისინი გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, დაუმორჩილებლობით. სტანდარტში იშვიათად თუ ჯდება მათი წონა. დაწუნებულ ძაღლებს, ანუ „ბრაკებს“ ინტენსიურად აჯვარებენ ფულადი ინტერესიდან გამომდინარე. ასეთი ლაბრადორების გარჩევა მარტივია. მათ აქვთ თეთრი ლაქა გულზე, უმნიშვნელო თეთრი კანტი დაყვებათ თათებზე, ვარდისფერი ცხვირი (უპიგმენტობა), გრძელი წვრილი კუდი ან სქელი მოკლე კუდი, ასევე დისპლაზია, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ლაბრადორების 75% აქვს, რომელიც გენეტიკურად გადადის.
ჩვენი ლაბრადორები "გაუბრალოებულები“ არიან, თუმცა, ერთ-ერთი მშობელი ჩემპიონიც შეიძლება იყოს, მაგრამ სტანდარტს აცილებული ძუ წუნიან ლეკვებს იძლევა.
როგორც ჩანს, საქართველოში სხვა პრობლემებთან ერთად ესეც გამოსასწორებელია. ბევრი "ბრიდერი" თავის მეტისს ყიდის, როგორც სუფთა სისხლის ძაღლს. ამაში მათ ვეტერინარული კლინიკები და ის ორგანიზაციები უწყობენ ხელს, რომლებიც გასცემენ ძაღლის საბუთს. ეს კი ამ ჯიშის ძაღლებს პოპულარობას უკარგავს. ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხად შეძენილი ძაღლი არ ამართლებს ჩვენს იმედებს. ისინი არ არიან ისეთი ლამაზები, დამჯერები, გონიერები, როგორც მათ ფილმებში თუ ინტერნეტ საიტებზე ვხედავთ.

zooclub.ge გირჩევთ, ლაბრადორის შეძენის დროს საგულდაგულოდ გადახედოთ მისი წარმომავლობის ნუსხას. შეამოწმოთ ლეკვი მარტივი დათვალიერებით, აქვს თუ არა ზემოთ აღნიშნული თეთრი ლაქები ძაღლს. შევამოწმოთ მისი კუდი და თვალების ფერი. კარგი იქნება თუ ლეკვს ვანახებთ პროფესიონალს. ეს დაგეხმარებათ სუფთა სისხლის ძაღლის აყვანაში. შემდეგ კი ისიამოვნეთ თქვენს გონიერ, ულამაზეს ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობით.

ხოლო, სანამ თქვენი ძაღლების შეჯვარებას გადაწყვეტდეთ, გაუკეთეთ მათ სათანადო ანალიზები, ასევე გამოიკვლიეთ ერთმანეთთან გენეტიკურ შესაბამისობაში არიან თუ არა.


ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-სთვის
თაკო-ს და თაკო-ს-ს :)
თაკო - ყველას გვიყვარს ჩვენი ჯიშიანი თუ უჯიშო ძაღლები ყველაზე მეტად და ისინი ყველას ჯობია. ასევე - ქვეყნებში არიან ჯიშიანი და უჯიშო ძაღლები და მათ თავისი მნიშვნელობა აქვთ! - საქართველოშიც არიან მეტისები, რომლებიც გვყავს და გვიყვარს და არის სუფთა სისხლის ჯიშები, რომლებიც გამოდიან გამოფენებზე! -ეს ჩვეულებრივია და ჩვენი თემაც სწორედ ამ უკანასკნელს ეხება! ამიტომ თუ კარგად დაუკვირდებით, ძაღლის გაგდება-არგაგდების საკითხზე ეს სტატია საერთოდ არც ეხება და არც იმოქმედებს, რადგან ვისაც ჯიშის გამო აჰყავს ძაღლი - ის თავიდანვე საბუთიანს და მოწესრიგებულს ეძებს და ასეთს ყიდულობს და მაშასადამე იცავს ყველა წესს, რომელიც დაწესებულია გაცილებით დიდი გამოცდილების მქონე ხალხის და ორგანიზაციების მიერ. ეს სტატია უფრო მათ ეხება, ვისაც ჯიშიანი ძაღლები ჰყავთ, მაგრამ სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცევიან და დაუდევრად აჯვარებენ უსაბუთო ძაღლებთან! ადამიანებს თუ აჰყავთ ჯიშიანი ძაღლები - თავისი პასუხისგებლობა უნდა გაითავისონ და ბოლომდე შეასრულონ. მაგალითად, როცა არ არის წესისამებრ გამართული საბუთები, ის არ უნდა გაამრავლო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ჯერ კარგად გაეცანით ქვეყნებში ჯიშიანი ძაღლების პატრონების ვალდებულებებს და მიხვდებით, რომ ამ მხრივ, საქართველოში ბევრი რამეა გამოსასწორებელი! - აი სწორედ ამის გაგებას ემსახურება ეს სტატია.  -  ჩვენი ცოდნა დაიცავს ჩვენს ძაღლებს!!!!
თაკო–ს
100%–ით გეთანხმებით.
Tea
თაკო მართალია. საქართველო, სადაც ზოგიერთი ძაღლს მხოლოდ იმიტომ იყვანს, რომ მერე ვიღაცის წინაშე თავი მოიწონოს თავისი ოთხფეხა მეგობრის მიღწევებით. მთელი ქალაქი გაივსება უსახლკარო ძაღლებით. ეგრე ბევრი ადამიანიც არის "უჯიშო", მაგრამ ხომ მრავლდებიან? არ მითხრათ ეხლა ადამიანების გამრავლების კონტროლოც უნდა შემოვიდესო :* და საერთოდ ძაღლი რისთვის გინდათ - მედლები მოგიტანოთ თუ ერთგულება და მეგობრობა რომ გაგიწიოთ?!
თაკო
ჯიშის სტანდარტები და მისი პოპულარობა, გასაგებია, მაგრამ, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ცოტა არ იყოს, ძაღლებისთვის საზიანოდ მეჩვენება იმ განცხადების გაკეთება, რომ აუცილებლად შეამოწმოს მომავალმა პატრონმა, ძაღლი სუფთა სისხლისაა თუ არა. ისედაც ჯიშის გამო ყიდულობენ საქართველოში ძაღლებს და რომ ბეზრდებათ, ქუჩაში ყრიან და სწორად გამიგეთ, მაგრამ, ამ განცხადებას, შესაძლოა, უფრო მეტი ძაღლი შეეწიროს... სულაც არ გამიკვირდება, ზოგიერთი ტვინგაცხელებული, ამ ინფოს წაკითხვის შემდეგ, თუ აღმოაჩენს, რომ მთლად სუფთა სისხლის ლაბრადორი არ ყოლია, ქუჩაში გამოაგდებს...
Nana Khomasuridze
Lela ratqmaunda Genas shasheni naxsenebi myavs rogorc erti carmatebuli da legaluri. es sashinia. Danarcheni mxolod xvdebia chamoyvanili karg sashenebidan moyvaruleebis mier. Logikurad sashens tavisi dzuebi yavs.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?