რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
ლაბრადორი ჭკვიანი, ერთგული სამომსახურეო ძაღლია. იგი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

მას მრავალი ისეთი თვისება გააჩნია, რომლებიც ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში, უყვარს მათთან ერთად თამაში და დამთმობია, არ არის აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ გარემოცვაში იზრდება.

საქართველოში ლაბრადორის ჯიში საკმაოდ გავრცელებულია. მისი ფასი, საშუალოდ 250 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.

ლაბრადორი საკმაოდ ენერგიული ჯიშია, ცნობისმოყვარე ძაღლია და მოსწონს გარემომცველი სამყაროს შესწავლა, ამას თუ დავუმატებთ
მათ სიყვარულს საკვებისადმი, ჩვენ მივიღებთ ძაღლს, რომელსაც ხეტიალისადმი აქვს მიდრეკილება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ
ლაბრადორი უცებ გაქრება ხოლმე პატრონის მხედველობის არედან: ის ან მადისაღმძვრელ სუნს მიყვება, ან ვინმე ნაცნობის შეასაგებებლად გარბის, ან უბრალოდ, გარემოს სწავლობს რამე საინტერესოს აღმოსაჩენად. ამ ცნობისმოყვარეობის და აგრეთვე, ჯიშის პოპულარულობის გამო, ლაბრადორი იმ ძაღლთა რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იკარგებიან და მერე ვეღარ პოულობენ, რადგანაც ადვილად ეგუებიან ახალ პატრონს.

თბილისში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები, სადაც ხშირად პირველ ადგილს საქართველოს ლაბრადორები იკავებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ორი არაჩვეულებრივი ლაბრადორის პატრონს, ქალბატონ ნინო შილაკაძეს, რათა დაწვრილებით მოეყოლა მისი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.

-პირადად მე ორი ხვადი ლაბრადორი მყავს, ორივე ჯანმრთელი და ორივეს თავისთავად გაკეთებული აქვს ანალიზები, რომელთა მიხედვით არანაირი გენეტიკური დაავადების გადამტანი არ არიან.
გარდა ამისა, ორივე მათგანი ჩემპიონია. ერთი, რომელიც 8 წლის ხდება, არის საქართველოს ჩემპიონი, აზეირბაიჯანის, ასევე საქართველოს Grand ჩემპიონი და FCG ჩემპიონი. ასევე მყავს, მეორე, შავი ლაბრადორი, რომელიც არის 12 ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს ლაბრადორებში ჯერ-ჯერობით ერთადერთი INTERCHEMPION.

-აჯვარებთ თქვენს ძაღლებს?
უფროსს ლაბრადორს საკმაოდ ბევრი შვილი ჰყავს, მეორეს კი დიდი ხანი ვურჩევდი მეწყვილეს. საკმაოდ ბევრ ადამიანს ვუთხარი უარი შეჯვარებაზე, ვინაიდან ვცდილობ, ფრთხილად ავარჩიო წყვილი. მსურს, ბევრად გავაუმჯებესო ხარისხი. ვინაიდან, საკმაოდ იმატა ლაბრადორების რიცხვმა და თვითნებურად შეჯვარებულებმა, სწორედ ამიტომ მოხდა ჯიშის გაუბრალოება და ისეთი მაღალი ხარისხის ლეკვები ვეღარ ჩნდებიან.

-როგორ არჩევთ ძუ ძაღლს?
სპეციალისტმა უნდა აარჩიოს წყვილი, ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა ამ საკითხში. მაგრამ, სამწუხაროდ, შეცდომა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ძაღლსაშენებსაც მოსდით, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთანაც რომელიმე სპეციალისტს დაეშვა შეცდომა - ანუ, ერთმანეთთან გენეტიკურად შეუსაბამობა..

-ეს შეუსაბამობა როდის ხდება?
-არ უნდა შევაჯვაროთ დაავადებული ძაღლი. არც ახლო ნათესაური კავშირის შემთხვევაშია რეკომენდირებული შეჯვარება.


სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა დაკარგული ლაბრადორების რიცხვმა და ასევე ხდება, როგორც ასეთი, ლაბრადორის გადაჯიშება, ანუ შეჯვარება სხვა ჯიშზე და მისი სუფთა სისხლად "გასაღება“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ნანა ხომასურიძეს, მას თავად ჰყავს ლაბრადორი და ასევე ცხოველთა დიდი მოყვარულია.

-ქალბატონო ნანა, როგორია საქართველოში სიტუაცია ?
- დღესდღეობით, არსებული სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში ასეთია - რამოდენიმე ძაღლი, ისიც ხვადი გვყავს ჩამოყვანილი საქართველოში. არსებულ ჩამოყვანილ ხვადებს თითქმის არ აჯვარებენ იმავე ჯიშის წარმომადგენლებთან იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო ძუ.
საქართველოში ლაბრადორების ერთადერთი ლეგალური საშენი, "ფიტელი", გენადი სიმიონოვს ეკუთვნის. მას ამჯერად ქვეყანაში ჩამოყვანილი ჰყავს 2 ძუ და რამოდენიმე ხვადი ლაბრადორი.
რაც შეეხება საქართველოში მყოფ ლაბრადორებს, ისინი გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, დაუმორჩილებლობით. სტანდარტში იშვიათად თუ ჯდება მათი წონა. დაწუნებულ ძაღლებს, ანუ „ბრაკებს“ ინტენსიურად აჯვარებენ ფულადი ინტერესიდან გამომდინარე. ასეთი ლაბრადორების გარჩევა მარტივია. მათ აქვთ თეთრი ლაქა გულზე, უმნიშვნელო თეთრი კანტი დაყვებათ თათებზე, ვარდისფერი ცხვირი (უპიგმენტობა), გრძელი წვრილი კუდი ან სქელი მოკლე კუდი, ასევე დისპლაზია, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ლაბრადორების 75% აქვს, რომელიც გენეტიკურად გადადის.
ჩვენი ლაბრადორები "გაუბრალოებულები“ არიან, თუმცა, ერთ-ერთი მშობელი ჩემპიონიც შეიძლება იყოს, მაგრამ სტანდარტს აცილებული ძუ წუნიან ლეკვებს იძლევა.
როგორც ჩანს, საქართველოში სხვა პრობლემებთან ერთად ესეც გამოსასწორებელია. ბევრი "ბრიდერი" თავის მეტისს ყიდის, როგორც სუფთა სისხლის ძაღლს. ამაში მათ ვეტერინარული კლინიკები და ის ორგანიზაციები უწყობენ ხელს, რომლებიც გასცემენ ძაღლის საბუთს. ეს კი ამ ჯიშის ძაღლებს პოპულარობას უკარგავს. ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხად შეძენილი ძაღლი არ ამართლებს ჩვენს იმედებს. ისინი არ არიან ისეთი ლამაზები, დამჯერები, გონიერები, როგორც მათ ფილმებში თუ ინტერნეტ საიტებზე ვხედავთ.

zooclub.ge გირჩევთ, ლაბრადორის შეძენის დროს საგულდაგულოდ გადახედოთ მისი წარმომავლობის ნუსხას. შეამოწმოთ ლეკვი მარტივი დათვალიერებით, აქვს თუ არა ზემოთ აღნიშნული თეთრი ლაქები ძაღლს. შევამოწმოთ მისი კუდი და თვალების ფერი. კარგი იქნება თუ ლეკვს ვანახებთ პროფესიონალს. ეს დაგეხმარებათ სუფთა სისხლის ძაღლის აყვანაში. შემდეგ კი ისიამოვნეთ თქვენს გონიერ, ულამაზეს ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობით.

ხოლო, სანამ თქვენი ძაღლების შეჯვარებას გადაწყვეტდეთ, გაუკეთეთ მათ სათანადო ანალიზები, ასევე გამოიკვლიეთ ერთმანეთთან გენეტიკურ შესაბამისობაში არიან თუ არა.


ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-სთვის
maia
FCI-Standard N° 122 - ს გადახედეთ და ნუ წერთ იმაზე სტატიებს რაც არ გაგეგებათ. COLOUR: Wholly black, yellow or liver/chocolate. Yellows range from light cream to red fox. Small white spot on chest permissible.
maia
შავ ლაბრადორებს თეთრი ზოლი რომ აქვს მკერდზე, არ ნიშნავს რომ ნამდვილი არ არის. გირჩევთ უკეთ გაეცნოთ ინგლისურ ლიტერატურას.
lika karabacak
არასწორი ინფორმაცია გაქვთ ქლბატონო ნანა ხომასურიძე, თუ კარგად იცით ლაბრადორის წარმოშობის ისტორია ისიც უნდა იცოდეთ რომ ყავისფერ ან შავ ლაბრადორს სუფთა სისხლისას შეიძლება ქონდე გულმკერდზე თეთრი ლაქები. ეს ბუნებრივად ითვლება. მე მყავს ოქროსფერი რეტრივერი ჩიპით, თავისი ტატუთი და სერთიფიკატებითაც. ლაბრადორების შესახებ ბევრი რაიმე ვიცი და ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში
Karina Kharazishvili
მე მყავს დზუ ლაბრადორი, არა აგრესიული, არ აქვს დისპლაზია და ჯანმრტელია,
xatuna
ბატონო პაატა დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,ჩემი ლაბრადორი უკვე 8 თვისაა და ისე მიყვარს აღარმაინტერესებს იგი სუფტა სისხლის ლაბრადორია თუ არა,იმხელა ნერვიულობა გადავიტანეე მაგის გამო როცა მოულოდნელად ცუდად გამიხდა,სტანდარტებს შევადარეე აქ ამბობს ქალბატონი,რომ თეთრი ლაქები არ უნდა აღენიშნებოდეს არადა მე მგონი ჩემი დაკი 2 ფერშია ოქროსფერი და თეთრი ლაქები აქვს,მე რაიონში ვცხოვრობ და აქ ვერ ბ=ვნახე პროფესიონალი რომ მეჩვენებინა,გაუწვრთნელიცაა ,როგორ მოვიქცე ხომარ დამეხმარებიტ მეგობრებო,მაინტერესებს კიდევ ძალიან საკვების შესახებ,სულ პედიგრზე უნდა მყავდეს? შეიზლება ტუ არა ანუ საკუთარი ცჰვენი საჭმლის მიცემა,მოკლედ მაინტერესებს ყველაფერიი რაც ლაბრადორს შეეხება,და ყველაზე მტავარიი რაც ძაკლიან გულს მტკენს და ვნერვიულობ,მტელი დღის განმავლობაში ოტახშია მარტო ,ვინაიდან სახლში არავინაა ,ჩემი გოგონა რომელსაც დაბადების დღეზე აჩუქეს მოსწავლეა,აბიტურიენტი,მე სამსახურსში ვერ 7 ნახევრამდე და როცა ვბრუნდები მაშინაა ჩვენტან მხოლოდ,ამაზე მინდაა ინფორმაცია ტუ შეგიზლიატ მიპასუხოთ როგორ მოვიქცეე საზიანოაა ძაღლისთვის მარტო ყოფნაა ტიტქმის მტელი დგის განმავლობაში? ზალიან ცელქიაა ზალიან და ამასაც ვაბრალით მტელიდგისგანმავლობაში მარტოდ რომაა იმიტომ ხომარაქვს ესეტი ემოციაა როცა ცჰვენ გვხედავს ველურიი დება ,წინასწარ დიდი მადლობა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?