თბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება
თბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება
თბილისის ზოოლოგიურ პარკს ახალი ცხოველები შეემატებიან. თბილისის ზოოპარკის ცნობით, ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკასა და 2 ემუს აგზავნის. მათ 7 ნოემბერს გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანენ. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

”მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართული თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა, ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან - ზაფხულში ჩვენმა
თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს
სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია“, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?