შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ
შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ
28 თე­ბერ­ვალს ჰონგ-კონ­გში ადა­მი­ა­ნის­გან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით დაინფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი

და­ფიქ­სირ­და. შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა და­ი­წყო, რო­გორც ადგილობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ისე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­მაც.

ჯან­მო-ს დას­კვნით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ და ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ერთი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა არ ადას­ტუ­რებს, გა­და­დის თუ არა COVID-19 ძაღ­ლებ­ზე ან კა­ტებ­ზე, ან პი­რი­ქით ისი­ნი არი­ან თუ არა გა­დამ­ტა­ნე­ბი.

სა­კი­თხი აინ­ტე­რე­სებს უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მელ­თაც სახ­ლში ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი ჰყავს, ამი­ტომ AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბით ვე­ტე­რი­ნარ მა­რი­ამ ჩხიკ­ვიშ­ვილს მი­მარ­თა:

ჰონგ-კონ­გში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და. იმ ძაღლს კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თიც არ გა­მოვ­ლე­ნია. ადა­მი­ა­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­ხვა­ვე­ბით, ის

კო­რო­ნა­ვირუ­სი, რაც ცხო­ვე­ლებს ემარ­თე­ბათ და რაც სა­ხე­ობ­რი­ვია, ისე­დაც არ­სე­ბობ­და მათ­ში და ნაწლავური ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს და
არა ზედა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ფორ­მით. ამიტომ, ამ ორ და­ა­ვა­დე­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

იმ კვლე­ვის დროს ჩათ­ვა­ლეს, რომ ვირუ­სი მოხ­ვდა ძაღ­ლის ლორ­წო­ვან გარსებ­ზე, რად­გა­ნაც და­ა­ვა­დე­ბულ პატ­რონ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა და სხვა არაფე­რი.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ცხო­ვე­ლებ­ში, კა­ტებ­ში და ძაღ­ლებ­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აქამ­დეც არ­სე­ბობ­და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბო­და და ამ სა­ხე­ო­ბებ­ში, ჩემი ღრმა რწმე­ნით, კი­დევ ბევ­რი წელი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ:

არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა ადა­მი­ა­ნის კო­რო­ნა­ვირუს­თან (იგუ­ლის­ხმე­ბა სიმპტო­მე­ბი) აღ­ნიშ­ნულ ვირუსს ცხო­ვე­ლებ­ში არ აქვს;

ის ფაქ­ტი, რომ WHO-მ და­ად­გი­ნა ვირუ­სის ზო­ო­ნო­ზუ­რი (ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის სა­ერ­თო და­ა­ვა­დე­ბა) ხა­სი­ა­თი, არ გუ­ლის­ხმობს ავტომატურად ძაღ­ლი-კა­ტის ყო­ლის, ან მათ­თან კონ­ტაქ­ტის შემთხვევაში საფრ­თხეს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯერ არ და­უდ­გე­ნია, თუ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი­დან მოხ­და ვირუ­სის სა­ხეც­ვლა და ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბა;

ავ­ტო­მა­ტუ­რად ყვე­ლა ცხო­ვე­ლი არ არის ამ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი, არც ქუ­ჩის და არც სახ­ლში მცხოვ­რე­ბი, მე­ტიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მათში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ნაწ­ლა­ვუ­რი ფორმით და არ გა­აჩ­ნია ფილ­ტვის­მი­ე­რი ფორ­მა;

გა­ცი­ლე­ბით ხში­რად გვხვდე­ბა ცხო­ვე­ლებ­ში პარ­ვო­ვირუ­სუ­ლი ენტერიტი, რო­მე­ლიც იგი­ვე ოჯა­ხის ვირუ­სებს მი­ე­კუთ­ნე­ბა, ვიდ­რე კორონავირუსი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ინ­კურ­ნე­ბა ცხო­ვე­ლებ­ში და არა­ნა­ი­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის


- ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ თე­მის ირ­გვლივ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­ნი­კა რას უკავშირ­დე­ბა და რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ძაღ­ლე­ბის, კა­ტე­ბის პატ­რო­ნე­ბი?

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვის­მენ­დი და რაც სა­მი­ნის­ტრო­ებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცხო­ვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქუ­ჩის ცხო­ვე­ლებს უნდა ერიდონ, არას­წო­რი იყო. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ფუძ­ველს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოკლებულია (ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შია ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლებ­თან და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის არი­დე­ბა, ავტ.)... იხილეთ გაგრძელება

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?