ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი "ჰიპერმარკეტების" წარმომადგენლებს მიმართავს
ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი "ჰიპერმარკეტების" წარმომადგენლებს მიმართავს
თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა კარფურს, ნიკორას, სპარს, გუდვილს, ფრესკოს, ორი ნაბიჯს, ევროპროდუქტს და სხვა მარკეტებს, რომლებსაც რჩებათ და შემდეგ იყრება პური და ცომეული. ნუ გადაყრიან.

"მე მზად ვარ შევისყიდო ცხოველთა თავშესაფარისათვის სიმბოლურ ფასად!".

"მოგეხსენებათ , რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დაიხურა ბაგა-ბაღები , სკოლები და რესტორნები საიდანაც გამოგვქონდა ნარჩენი საკვები და ამით ვაპურებდით თავშესაფრის ბინადრებს. თავშესაფარში ამჟამად 240 ძაღლი , 35 ლეკვი და 2 მურა დათვია . მე ერთი კაცი თამაზ ელიზბარაშვილი ვერ გავწვდები მათ გამოკვებას თქვენი დახმარების გარეშე .
გთხოვთ გულთან
მიიტანოთ ჩემი თხოვნა და სიმბოლურ ფასში მომცეთ ძველი პური და ცომეული.
ჩემი საკონტაქტო ნომერია :
☎️ 599 51 68 86."

წყარო: TamazElizbarashviliDogShelter
diana
ძალიან გთხოვთ დაეხმარეთ მხოლოდ ეს ღვთისნიერი კაცი ეხმარება პატარებს ბიზნესმენებიდან. ღმერთო დიდხანს აცოცხლე თამაზი
tata
გეთანხმებით უფასოდ უნდა მისცენ,ეს კაცი ისეთ კეთილ საქმეს აკეთებს.
გია
სიმბოლურ ფასში კი არა უფასოდ უნდა მოგცენ, თუ ადამიანობა შემორჩათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?