თავშესაფარში მყოფი ძაღლი, რომელიც უნდა დაეძინებინათ, ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა
თავშესაფარში მყოფი ძაღლი, რომელიც უნდა დაეძინებინათ, ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა
ამერიკული კინოსტუდია, "Disney"-ი, ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის - "ლედი და მაწანწალას" რემეიქის გამოსვლისთვის ემზადება. ამ შემთხვევაში მთავარი გმირები ნამდვილი ცხოველები არიან.

მაწანწალას როლში 2 წლის ტერიერი, სახელად მონტია. ერთი წლით ადრე ის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა და მას ევთანაზიისთვის ამზადებდნენ, ახლა კი ის ნამდვილი კინოვარსკვლავია.

ძაღლების მწვრთნელმა, რომელიც ფილმის გადაღებებზე მუშაობდა, თავშესაფარში შემთხვევით შეამჩნია მონტი. სწორედ მას შემდეგ, მონტის ბედი ისევე შეიცვალა, როგორც მისი გმირის.

Zooclub

ტერიერის მეტისი დიდხანს ცხოვრობდა ნიუ-მექსიკოს თავშესაფარში, რის შემდეგაც ფინიქსში გადაიყვანეს, სადაც მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა.

Zooclub

მონტი თავშესაფარში მარკ ფორბსმა
შეამჩნია - მწვრთნელმა, რომელიც "ლედი და მაწანწალას" გადაღებებზე მუშაობდა. მან ცხოველში სამსახიობო უნარები შენიშნა, აიყვანა
თავშესაფრიდან, გაწვრთნა და პროდიუსერებს წარუდგინა.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ ფორბსმა თავშესაფრის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ ფილმის გადაღების შემდეგ ძაღლს არ დააძინებდნენ და მას მზრუნველ პატრონს უპოვიდნენ, თუმცა ახალი ოჯახის პოვნა საჭირო არ გახდა: ამჟამად მონტი ფორბსის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის მწვრთნელის შვილთან და ენოტთან ერთად.

თავშესაფრის თანამშრომლები მონტისთვის ოჯახის პოვნას ცდილობდნენ, თუმცა, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ძაღლს ვარსკვლავური კარიერა ელოდა.

მონტი თავის პარტნიორთან ერთად (კოკერ სპანიელი, სახელად როუზი) პროფესიონალურად პოზირებს კამერების წინ.

Zooclub

ფილმში მაწანწალა ძაღლს მსახიობი ჯასტინ ტერი ახმოვანებს. ის დიდი ხანია, აქტიურადაა ჩართული კამპანიაში "აიყვანე ძაღლი თავშესაფრიდან".

ფოტოზე ჯასტინ ტერი თავის ძაღლთან - კუმასთან ერთად, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანა.

Zooclub

ფილმი "ლედი და მაწანწალა" ეკრანებზე ნოემბერში გამოვა.

Zooclub

მწვრთნელები, რომლებიც სურათის შექმნაზე მუშაობდნენ, შეეცადნენ მთავარ როლებზე, მულტიპლიკაციური ფილმის გმირების მაქსიმალურად მსგავსი ძაღლები აეყვანათ.

Zooclub

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk
ტოტო
ღმერთმა ძაღლი შექმნა ადამიანის ერთგულ მეგობრად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?