ევროპარლამენტში 50-ზე მეტი დეპუტატი და ცხოველთა დამცველი გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვას ითხოვს
ევროპარლამენტში 50-ზე მეტი დეპუტატი და ცხოველთა დამცველი გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვას ითხოვს
ევროპარლამენტის 50-ზე მეტმა დეპუტატმა და ცხოველთა დამცველებმა, იშვიათი სახეობების დაცვის  საერთაშორისო კონფერენციაზე, მოითხოვეს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა. კონკრეტულად კი - სპილოებზე, ჟირაფებსა და მარტორქებზე.

გამოცემა "Daily Mail"-ის ინფორმაციით, მათ შეადგინეს ღია წერილი, სადაც საუბარია იმ სახეობების ფლორა და ფაუნას საერთაშორისო სავაჭრო კონვენციის (CITES) ცვლილებებზე, რომლებსაც სრული გაქრობა ემუქრებათ.

CITES-ის (გადაშენების პირას მყოფი ფლორასა და ფაუნას საერთაშორისო სავაჭრო კონვენცია) დადგენილებით, რამდენიმე ხნის წინ შეზღუდვა დაწესდა 1000-ზე მეტი ცხოველისა და მცენარის კომერციულ ვაჭრობაზე, მაგრამ შეზღუდვა მოეხსნა გართობის მიზნით ცხოველებზე ნადირობას, რომელიც
არაკომერციულ ქმედებად გამოცხადდა.

ევროპარლამენტარებისა და ცხოველთა დამცველების ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ იშვიათ ცხოველებზე ნადირობა (სპილო,
ჟირაფი, მარტორქა) აფრიკის ბევრ ქვეყანაში ტურისტებისთვის ნებადართულია დიდი თანხის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მონადირეებს შორის პოპულარულია ნადირობა ავაზაზე, ნიანგზე, რუხ თუთიყუშზე (ჟაკო) და შიმპანზეზე.

უამრავი კრიტიკის მიუხედავად, ამ ქვყნების ხელისუფების წარმომადგენლებს ერთი პასუხი აქვთ: ისინი განმარტავენ, რომ ტურისტების მიერ სისხლიანი გართობის შედეგად მიღებული თანხა, ცხოველთა დაცვის პროექტებს ხმარდება.

წყარო: dailymail.co.uk
კახა
ვერ ვიტან გართობის მიზნით ნადორობას, ეს დანაშაულია. ადამიანი ნადირობდა მხოლოდ ერთი მიზნის მიზნით - თავი გამოეკვება,,,
ფუი თქვენს კაცობას.
აი ეს ორი დეგენერატი თავს ,რომ იწონებენ საცოდავ ჟირაფთან არ არიან ეხლა დასახვრეტები? გართობის მიზნით როგორ უნდა ესროლო ცხოველს ჰა??? გართობა და ნადირობა გინდათ? ესროლეთ ერთმანეთს და ამოგიხოციათ ერთმანეთი, რაც ნაკლები იქნებით, მით უკეთესი დედა ბუნებისთვის.
თან სურათსაც, რომ იღებენ საცოდავ ცხოველთან.
ვინც ცხოველებს აწვალებს და ხოცავს ყველას მაგ ხელებზე დაგაყარეთ მიწა!!! მონადირეებო და ბრაკონიერებო თქვე მკვლელებო ადრე თუ გვიან ეგ თქვენი სისხლიანი ცოდვები მოგეკითხებათ. ბუნებაში არაფერი რჩება დაუსჯელი. ეს არის ბუნების დაუწერელი კანონი. შეუშვით მაგ გაყინულ თავებში, ეგება რამის მაინც შეგეშინდეთ.
bebe
ჟირაფი რატომ უნდა მოკლა, შენი....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?