"ორ ძაღლს უვლიდა და ეს იყო მისთვის ბედნიერება" - ვინ იყო 51 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო
"ორ ძაღლს უვლიდა და ეს იყო მისთვის ბედნიერება" - ვინ იყო 51 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო
ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის დროს, 51 წლის მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა 5 აგ­ვის­ტოს, ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნია და რო­გორც მის­მა მე­გო­ბარ­მა პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ AMBEBI.GE-ის განუცხადა, ცხვე­დი­ან­მა ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.

მე­გობ­რის თქმით, ავ­თან­დილ ცხე­დი­ანს შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და და ძაღ­ლებ­ზე ზრუნ­ვით იყო დაკავებული.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და... 51 წლის იყო ავთო, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი. ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და, ერთ-ერ­თის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და აღელ­ვე­ბულ ზღვა­ში, რა დრო­საც და­იხ­რჩო.

ორი ძაღ­ლი ჰყავ­და, უვ­ლი­და მათ და ეს იყო მ
ის­თვის
ბედ­ნი­ე­რე­ბა. ერთი დახ­რჩო­ბას გადაარჩინა და მეორე ძაღ­ლის საშ­ვე­ლად რომ შე­ვი­და, ამ დროს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და. ის იყო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და უწე­სი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი! ნაკითხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. ის ყვე­ლას დაგ­ვაკ­ლდა", - გა­ნუ­ცხა­და პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ AMBEBI.GE-ს.

უბე­დუ­რი შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიუხედავად, მაშველებმა მამაკაცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

წყარო: ambebi.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?