ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა
ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა
ბათუმში, თამარის დასახლებაში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, მკვდარი დელფინის გამორიყვის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა.

"გასულ წელს დელფინის გამორიყვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით - 50 შემთხვევა. მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია, შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. დელფინებზე მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ. 

წყარო: interpressnews
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?