კადრები გონიოდან, სადაც ნაგავსაყრელზე დახოცილ ძაღლებს ყრიან
გონიოში, ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დახოცილ ძაღლებს ყრიან. ამის შესახებ მოქალაქეებმა ჟურნალისტებს აცნობეს. ვიდეომასალა თავად მოქალაქეებმა გადაიღეს და გაავრცელეს. მათი თქმით, ნაგავსაყრელთან ე.წ. ბეიკერის ორმოში დახოცილ ძაღლებს ყრიან, რომლებიც გვიან ღამით მიკროავტობუსით მიჰყავთ. როგორც ვიდეოში არის ასახული, დახოცილი ძაღლები პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული.

ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ მაწანწალა ძაღლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "სევერი" უვლის. რაც შეეხება დახოცილ ცხოველებს, მათ შესახებ მერიას ინფორმაცია არ აქვს.

წყარო: palitravideo
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?