ფოტომ, სადაც ჯორჯ ბუშის ძაღლი პატრონის სასთუმალს არ შორდება, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია
ფოტომ, სადაც ჯორჯ ბუშის ძაღლი პატრონის სასთუმალს არ შორდება, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია
სულისშემძვრელი ფოტოები, რომელიც ძაღლის ერთგულებას ასახავს, აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის პრესმდივანმა გაავრცელა, ტექსტით: "მისია დასრულებულია"- წერს მედია პორტალი cnn.com-ი.

სევდიანი ლაბრადორის ფოტო, რომელიც პატრონის სასთუმალთან წევს, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ძაღლს სალის ეძახიან. იგი 94 წლის მამაკაცის დამხმარე და ერთგული მეგობარი იყო მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ბუშის ცოლი ბარბარა გარდაიცვალა.


მიუხედავად იმისა, რომ ბუშმა და დამხმარე ძაღლმა ერთად რამდენიმე თვე გაატარეს, ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, ცხოველი საოცრად დარდიანი გახდა.

ჯორჯ ბუშ უფროსის დაკრძალვის შემდეგ, სალი კვლავ დაუბრუნდება თავის საქმიანობას და ვეტერანებს
უოლტერ რიდის ნაციონალურ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში დაეხმარება.

ემოციური ფოტოს ხილვისას, ადამიანები აღფრთოვანებულნი რჩებიან ძაღლის სიყვარულითა და
ერთგული დამოკიდებულებით. თავიანთ ემოციებს კომენტარებით გამოხატავენ. "ტვიტერზე" განთავსებულმა ფოტომ, რამდენიმე საათში, 133,6 ათასი, "ინსტაგრამზე" დაახლოებით - 77 ათასი და "რიდითზე" - 54 ათასზე მეტი "გული" მიიღო.

Zooclub

სიმბოლურია, რომ დამხმარე ძაღლს სახელი სალი ჩელსი სალენბერგის საპატივცემულოდ დაარქვეს - 2009 წელს, მფრინავმა წარმატებით დასვა თვითმფრინავი ჰუდსონის მდინარეზე და 155 ადამიანი გადაარჩინა. ეს მოვლენა საფუძვლად დაედო ფილმს  "საოცრება ჰუდსონზე."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?