ეგვიპტეში იპოვეს უძველესი სამარხები, სადაც ათასობით ცხოველის მუმია აღმოაჩინეს
ეგვიპტეში იპოვეს უძველესი სამარხები, სადაც ათასობით ცხოველის მუმია აღმოაჩინეს
ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე უძველესი სამარხი, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები ინახებოდა.

არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა ეგვიპტის უძველეს რაიონში - საკარას ნეკროპოლისში. ეგვიპტის ძეგლთა დაცვისა და სიძველეების მინისტრის თქმით,  სპეციალისტებმა აღმოაჩინეს სამი სამარხი, რომლებიც "ახალ სამეფოს" მიეკუთვნებოდა (დაახლოებით 1570-1070  ჩვ.წ.აღ-მდე), ხოლო ოთხი სამარხი "ძველი სამეფოს" პერიოდის აღმოჩნდა (დაახლოებით 2780-2263 ჩვ.წ.აღ-მდე).

გარდა ამისა, ცალკე სარკოფაგში იპოვეს ლომის, კობრასა და ნიანგის მუმიები. საერთო ჯამში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ათასი ცხოველის მუმია.

Zooclub

როგორც წესი, სამარხებში მუმიფიცირებას უკეთებდნენ კატებსაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ან მსახურობდნენ ტაძრებში.

სამარხებში აღმოჩენილი ცხოველების მუმიები წარმოდგენილი იქნება
ადგილობრივ გამოფენაზე, რომელიც დაიწყება 15 ნოემბერს და გაგრძელდება ერთი თვე. გარდა ამისა, სიძველეების მინისტრმა ალ-ანანიმ
პირობა დადო, რომ წლის ბოლოს საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას კიდევ ორი დიდი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?