ცოცხალი ტილო: ბრიტანელი ცხოველთა დამცველები ითხოვენ აიკრძალოს პონის სხეულზე ხატვა
ცოცხალი ტილო: ბრიტანელი ცხოველთა დამცველები ითხოვენ აიკრძალოს პონის სხეულზე ხატვა
ცხოველთა დამცველებმა გააკრიტიკეს გართობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დღითიდღე პოპულარული ხდება. მშობლები დაბადების დღეებზე თუ სხვა დღესასწაულებზე, საყვარელი შვილების გართობის მიზნით, ბავშვებს პონის სხეულზე ხატვას სთავაზობენ. საღებავებითა და ფუნჯებით შეიარაღებული პატარა მხატვრები სიხარულით იწყებენ ცხოველის სხეულის გაფერადებას.

პეტიციას, რომელიც ცხოველთა დამცველებმა შეადგინეს, 22 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, თუმცა, თავად პონის მფლობელები ირწმუნებიან, რომ საღებავები უსაფრთხოა და ცხოველი ტრავმას არ იღებს.

ფოტო ერთ-ერთი დღესასწაულიდან, სადაც ტილოს მაგივრობას პონი ასრულებს

Zooclub

ორგანიზაცია PETA-ს წარმომადგენლობამ პეტიცია შექმნა და ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ "პონი და ცხენი
რეკვიზიტი არ არის."

პეტიციის ერთ-ერთი ავტორი სოფი ტომლინსონი წერს: "დიდ ბრიტანეთში საბავშვო დღესასწაულები, სადაც ტილოს
მაგივრობას პონი ასრულებს, შეშფოთების საბაბს იძლევა. წარმოიდგინეთ, რომ დაბმული ხართ ვიღაცის გასართობად, უცხო ადამიანები გეხებიან და თქვენს თმას ღებავენ. მოგეწონებოდათ? სწორედ ასე ხდება ცხენების შემთხვევაშიც. ამიტომ, აუცილებელია რეაგირება მოვახდინოთ. როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თქვენი შინაური ბინადრის სხეულზე ხატავს?"

"ბავშვებმა ქაღალდზე ხატვა უნდა ისწავლონ და არა ულამაზეს ცხოველზე. როგორც ჩანს, მშობლებს უჭირთ, მოიფიქრონ ისეთი თამაშები, რომ შვილები გაართონ. არ ვიცი, რომელი მათგანია ცუდი: მშობლები, რომლებიც მიუთითებენ ბავშვს, რომ პონიზე დახატოს, თუ ცხოველის მფლობელი, რომელსაც ფულის გამო პონი დღესასწაულებზე დაჰყავს და ბავშვებისთვის ტილოს მაგივრობას ასრულებს", - ამბობს ჯაკ მარტინი.

Zooclub

დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციის, PETA-ს დირექტორი ელიზა ალენი საუბრობს პირველი გაკვეთილის შესახებ, რომელიც ბავშვმა უნდა გაითავისოს: "ისე უნდა მოექცეს სხვებს, როგორც თავად სურს სხვა მოექცეს."

"ბავშვებს უფლებას თუ მივცემთ ცხოველს მოექცეს ისე როგორც ნივთს, ეს უგულობის მაგალითია. პონი და ცხენი სადღესასწაულო რეკვიზიტი არ არის, ისინი ჭკვიანი ცხოველები არიან, რომლებიც უნდა დავაფასოთ ერთგულებისა და სილამაზისთვის", - წერს "პეტას" წარმომადგენელი.

Zooclub

მომშენებლები ადამიანებს არწმუნებენ, რომ ამით ცხოველს საფრთხე არ ექმნება.

ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ”Diddy Pony Parties”-ი, აღნიშნულ პეტიციასთან დაკავშირებით, წერს: "ჩვენი კომპანია ზრუნავს პონების მდგომარეობაზე, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ცხოველს ეხება, კონტროლდება პროფესიონალების მიერ."

წყარო: dailymail
ანიტა
დღითიდღე ვრწმუნდები რომ ადამიანზე უგუნური არსება დედამიწაზე არ არის (((( მახინჯი ფსიქიკის მშობლები ვერ გაზრდიან ჯანსაღ შვილებს((((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?