გერმანიაში ზოოპარკიდან ორი ლომი, იაგუარი, ორი ვეფხვი და დათვი გაიქცა
გერმანიაში ზოოპარკიდან ორი ლომი, იაგუარი, ორი ვეფხვი და დათვი გაიქცა
გერმანიაში რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე მდებარე ზოოპარკიდან ორი ლომი, იაგუარი, ორი ვეფხვი და დათვი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ლიუნებახში მოხდა. 30 ჰექტრის ტერიტორიაზე მდებარე ზოოპარკში 400 სახის ცხოველია, მათ შორის ისეთები, როგორიც არის იაგუარი და ამურის ვეფხვი.

როგორც გერმანული მედია იუწყება, დათვი მაშველებმა მოკლეს. ამჟამად სხვა გაქცეული ცხოველების ძებნა მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ, სახლები არ დატოვონ.

წყარო: interpressnews

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?