გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს ხელი.
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; იგეგმება ავტოპარკის განახლება.
ხელმოწერის ღონისძიებაზე,
კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.