ბიონსემ 112 მილიონ თაყვანისმცემელს ვეგანობისკენ მოუწოდა
ბიონსემ 112 მილიონ თაყვანისმცემელს ვეგანობისკენ  მოუწოდა
პოპულარულმა მომღერალმა ბიონსემ მუსიკალური ფესტივალისთვის (კოაჩელლა) მზადებისას თავის თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე ვეგანურ დიეტაზე გადასვლის გადაწყვეტილება ამცნო. მან ხელმომწერებს შესთავაზა თავადაც იგივე გაეკეთებინათ.

2013 წელს ბიონსემ და მისმა მეუღლემ Jay-Z-მ ვეგან მარკო ბორხესისგან გამოწვევა მიიღო. ბორხესის რეკომენდაციის თანახმად, წყვილის კვების რაციონი 22 დღის განმავლობაში ვეგანური უნდა ყოფილიყო.

ამჯერად ბიონსემ თავის თაყვანისმცემლებს ასევე მოუწოდა, შეერთებოდნენ მის კვების პროგრამას - "22 Days Nutrition"-ს, რომელიც ყველა მსურველს დაეხმარებოდა, 22 დღეში ვეგანი გამხდარიყო.

“დიეტის უპირატესობა, რომელიც მცენარეულ საკვებზეა დაფუძნებული, აშკარა და დამტკიცებულია. ჩვენ ბევრი დრო უნდა დავუთმოთ
ვეგანურ საკვებს და გვიყვარდეს საკუთარი თავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯობს ჩვენს ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და
კარგად ვიკვებოთ. შეგნებულად მივუდგეთ საკვები პროდუქტების არჩევანს”, – თვლის ბიონსე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?