სიკეთე აერთიანებს! – თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო
სიკეთე აერთიანებს! – თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო
4 აპრილს სოციალურ ქსელში გასაჭირში მყოფი ძაღლის ფოტო გამოქვეყნდა. ძაღლს თავზე პლასტმასის განიერი ბოთლი ქონდა ჩამოცმული. სავარაუდოდ, ცხოველმა საკვების ძებნისას ბოთლში თავი ჩაყო და შემდეგ ვეღარ მოიცილა.

როგორც მარიამ კენჭოშვილი იტყობინებოდა, ძაღლი სვანეთის უბანსა და კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე დარბოდა. ამ მდგომარეობაში უკვე 3 დღე ხედავდნენ, რაც ცხოველის სიცოცხლისთვის უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. მას შესაძლოა, საჭმლის გარეშე კვირაზე მეტი მოეთმინა, მაგრამ წყლის გარეშე ნამდვილად ვერ გაძლებდა.

Zooclub

მარიამმა დასახმარებლად 112–ის ჯგუფი გამოიძახა, თუმცა, ძაღლი იმდენად ფრთხილი იყო, რომ ადამიანებს განურჩევლად გაურბოდა,
რაც მის დაჭერას ძალიან ართულებდა. იმ დღიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე ძაღლის ბედით შეწუხებული ადამიანები
მას ყოველდღე საათობით ეძებდნენ.

9 აპრილს, 24:00 საათზე მამარდაშვილის ქუჩაზე ძაღლი მოქალაქეებმა (Aga Fi, ჩუქდება კნუტები, Ti Go, Nina Nina და ახალგაზრდა ვაჟი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა) დაიჭირეს და მაშინვე 112–ს შეატყობინეს. ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა ძაღლს ბოთლი მოხსნა. იგი გადაიყვანეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ყელის არეში მსუბუქი ჭრილობა დაუმუშავეს, გაუკეთეს გადასხმები, გაათბეს, დააპურეს.

Zooclub

ამ საოცარმა ძაღლმა, რომელმაც 8 დღე საჭმელ-სასმელის გარეშე გაძლო, და რომელსაც ადამიანების დახმარების გარეშე სიკვდილი ემუქრებოდა, კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება!

ხალხი სოციალურ ქსელში აქტიურობდა. ასევე ისინი პირადად ადგილზე მიდიოდნენ და ცდილობდნენ, ეპოვათ და დახმარებოდნენ! აღსანიშნავია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველების ჯგუფების მოქმედებაც, რომლებიც ასევე საათობით ეძებდნენ საფრთხეში ჩავარდნილ არსებას! ეს დღეები ყველა ერთად ძაღლის გადარჩენას ცდილობდა! და ის მართლაც ვერ გადარჩებოდა, რომ არა ეს საოცარი ადამიანები!

დღეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი თავს უკეთ გრძნობს. რამდენიმე დღეში კი მუნიციპალურ თავშესაფარში სარეაბილიტაციო კურსის სრულად გავლის შემდეგ, თავის ბუნებრივ არეალს დაუბრუნდება.

Zooclub
ფისო
გახარეთ ყველა ვინც ამ ძაღლის დახმარებაში მონაწილეობა მიიღო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ეს სიკეთე დარწმუნებულნი იყანით ასმაგად დაგიბრუნდებათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?