ჯონ გალიანომ ცხოველების ქურქის გამოყენებაზე უარი თქვა
ჯონ გალიანომ ცხოველების ქურქის გამოყენებაზე უარი თქვა
"Maison Margiela"–ს კრეატიული დირექტორი, ჯონ გალიანო კოლექციებში ნატურალურ ქურქს აღარ გამოიყენებს, – ამის შესახებ დიზაინერმა ფრანგულ გამომცემლობა "Elle"–ის განუცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე იგი PETA–ს ვიცე–პრეზიდენტ დენ მეტიუსთან სან–ტროპეში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ მივიდა.

გალიანო თვლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მორალური ფასეულობებია.

“დღეს ჩვენ არ გვინდა პროდუქტი, ჩვენ გვინდა ეთიკა და ძალა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები დავიცვათ”, – ამბობს დიზაინერი.

გალიანომ აღნიშნა, რომ მასზე თავისი გავლენა მისმა ძაღლმა Gipsy–მ მოახდინა.
“იგი თერაპიის ნაწილია, რომელიც მე არიზონაში დავიწყე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ
ვიზრუნო კიდევ ვინმეზე, რათა საკუთარ ეგოცენტრიზმს დავაღწიო თავი: ჩემი ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდა. მე გავხდი
ვეგეტარიანელი, რომ უკეთეს ფორმაში ვიყო. ასევე დაკავებული ვარ სპორტით და ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია. ტოქსინების ნაკლებობის გამო, ჩემს სხეულში ენერგიის უჩვეულო მოზღვავებაა”.

ბოლო წლებში მოდის ბევრმა ბრენდმა განაცხადა უარი ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე, მათ შორისაა: Armani, Hugo Boss, Ralph Lauren, Stella McCartney, Tommy Hilfiger და სხვ.
2018 წლის დასაწყისში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ განაცხადა და ქურქის წინააღმდეგ შექმნილ მსოფლიო ალიანსს, "Fur Free Alliance" შეუერთდა.

2017 წლის დეკემბერში ასევე ამერიკულმა კომპანიამ Michael Kors აკრძალა ქურქის გამოყენება.

2018 წლის მარტში ქურქზე უარი განაცხადა Versace-მ.
“მოდის სამყარო, როგორც იქნა, ვითარდება. სულ უფრო მეტი დიზაინერი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია იყო ბევრად ლამაზი ისე, რომ ცხოველებს ტანჯვა არ მიაყენო”, – განაცხადა ორგანიზაცია PETA –ს ვიცე–პრეზიდენტმა, დენ მეთიუსმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?