უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყო
ბუკიას ბაღში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეკვების გაჩუქების აქცია მოაწყო.


სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფრიდან გასული ლეკვები არანაირ საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის.

მათივე თქმით, ცხოველებს ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია და სრულიად ჯანმრთელები არიან.

ლეკვის ჩუქებისას პატრონს სარეგისტრაციო მოწმობა ადგილზე გადაეცა.

დღევანდელ აქციაზე 10 ლეკვი გაჩუქდა. გაჩუქების აქციის მიზანი უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

თავშესაფარში კიდევ არიან ლეკვები, რომლებსაც მზრუნველი პატრონის სიყვარული და მყუდრო სახლი სჭირდებათ!

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?