Miro va liberato - ათობით ათასმა იტალიელმა პატრონისთვის ყეფის გამო ჩამორთმეული ძაღლის დაბრუნება მოითხოვა (+video)
იტალიაში 160 000 ადამიანზე მეტი გამოვიდა იმ ძაღლის დასაცავად, რომელიც იტალიის ქალაქ როვერე–დელლა–ლუნაში (ტრენტოს პროვინცია) პატრონებს ხმამაღალი ყეფის გამო ჩამოართვეს.

3 წლის ნაგაზის, მიროს პატრონი ამტკიცებს, რომ საჩივარი, რომლის გამოც მისი ბინადარი წაიყვანეს, უსაფუძვლოა. მისი თქმით, პრეტენზია მხოლოდ ერთ მეზობელს ქონდა. ის კი ძაღლს ღამე სპეციალურად არ უშვებდა ეზოში, რომ მეზობლები არ შეეწუხებინა.
მიუხედავად ამისა, თავიდან ძაღლის პატრონი დააჯარიმეს, მეორე ჯარიმის გადახდაზე პატრონმა უარი განაცხადა, ამიტომ მისი ძაღლი სასამართლომდე პოლიციამ წაიყვანა.
ქალბატონმა Change.org–ზე პეტიცია გამოაქვეყნა და ნაგაზის დაბრუნება მოითხოვა.

“მირო
ჩემი ოჯახის ნაწილია, მას სირბილისა და თამაშისათვის სახლი და დიდი ბაღი აქვს. მირო ჩვენ რაღაც
ნივთივით წაგვართვეს. თითქოს უსულო არსება ყოფილიყო”.

ერთ კვირაში მიროს დაბრუნების მოთხოვნას 90 000 ადამიანი შეუერთდა. სამშაბათამდე კი პეტიციას 160 000–მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ შემთხვევას და აუცილებლად გაგაგებინებთ სიახლეებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?