არგენტინის სანაპიროზე 68 ამაზონის დელფინი გამოირიყა
არგენტინის სანაპიროზე 68 ამაზონის დელფინი  გამოირიყა
"პუერტო-მადრინის (არგენტინა) პორტის საიხლოვეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 68 ამაზონის დელფინი ნაპირზე გამოირიყა", - წერს გამოცემა "EFE"-ი.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ნაციონალური ცენტრის თანამშრომლებმა 68 ზღვის ძუძუმწოვრიდან 19-ის გადარჩენა შეძლეს.

სპეციალისტები გაოცებულნი არიან მათი ქმედებით, რადგან ამდენი წყლის ძუძუმწოვარი ნაპირზე აღმოჩნდა. მათი თქმით, ამაზონის დელფინებში მსგავსი შემთხვევა იშვიათად ხდება.

Zooclub

მკვლევრებმა მკვდარი ძუძუმწოვრების გვამები შესასწავლად ლაბორატორიაში გადაიტანეს. ექსპერტების თქმით, დელფინების ნაპირზე მასიური გამოსვლა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აიხსნას. მაგალითად, წინამძღოლის დეზორიენტაცია ან ინფექცია. წყალში დაბრუნებული დელფინები ორიენტირებას ვერ ახდენენ და რამდენიმე საათში მაინც კვდებიან.

ამაზონის დელფინი
სამ მეტრამდე იზრდება და მისი წონა შესაძლოა, 200 კგ-ს აღწევდეს.  გარდა ამისა, ეს სახეობა, სხვებთან
შედარებით,  ნელა ცურავს - ამაზონის დელფინის მაქსიმალური სიჩქარე 22 კმ/სთ-ს შეადგენს. ის წყალში ორიენტირებას ეხოლოკაციით ახდენს, ასევე - კარგი სმენითა და შეგრძნებით.

რამდენიმე ხნის წინ 150-მდე შავი დელფინი ავსტრალიის სანაპიროზე აღმოაჩინეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?