ლოტკინზე დანაწევრებული ლეკვი იპოვეს
ლოტკინზე დანაწევრებული ლეკვი იპოვეს
დღეს თბილისში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს შემდეგს:

”განსაკუთრებული სისასტიკე და სადიზმი ცხოველების მიმართ გრძლედება საქართველოში.

2018 წლის 23 თებერვალს ინტერნეტით Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა დანაწევრებული ლეკვის ამსახველი ფოტომასალა. Гузиташвили Тео ამ ფოტოებს უკეთებ შემდეგ კომენტარს:

“ბოდიშის მოხდის თავიც არ მაქ ეხლა და არ მაინტერესებს რას ოტყვით ამ ფოტოებზე ..სასწრაფოდ მინდა საჭირო ინფორმაცია ამ დროს ვის რა უნდა ვუთხრათ და მოვთხოვოთ? შოკში ვარ ამასაც ძლივს ვწერ .. სულ არ
მაინტერესებს ვინ ჩაიდინა ბავშვმა ქალმა თუ კაცმა ..ეს უნდა დასრულდეს და დაისაჯნონ ეს ამბავი მოხდა
ლოტკინზე და ამ ლეკვს დედამისთან და თავის დასთან ერთად მე და ჩeმი დაქალი ვუვლიდით და ვპატრონობდით.”

თვითმხილველი კომენტარებში არ წერს პოლიციის გამოძახების თაობაზე.

საქართველოში შესაბამისი მკაცრი კანონის არ არსებობის გამო ხშირია და გრძელდება ცხოველებისადმი სისასტიკე!”


ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პოლიცია, რომ ადგილი შეისწავლონ ექსპერტებმა. ასევე დაუკავშირდით ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს.
ირაკლი
ბოლო-ბოლო უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში ამ სიბოროტის ჩამდენი არაადამიანი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?