როგორ უნდა დავიჭიროთ ბრაკონიერი: გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი
როგორ უნდა დავიჭიროთ ბრაკონიერი: გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი
ბრაკონიერების ძებნა რთული ამოცანაა: ისინი რეიჯნერებზე უკეთ არიან ეკიპირებულნი და ღამე მოქმედებენ.

ამ დრომდე მათ კომპიუტერული სისტემებიც კი ვერ პოულობდა, მაგრამ ახლა გამოსავალი უკვე მოიძებნა.

აფრიკის ეროვნული პარკების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ბრაკონიერებთან ეფექტურად ბრძოლას ისინი ვერ ახერხებენ, რადგან ძალიან მცირედით ფინანსდებიან. რეინჯერების სამსახური საშიშია და ცუდად ანაზღაურებადი იმ დროს, როც ბრაკონიერები შესანიშნავად არიან შეიარაღბულნი და საჭიროებისას, უკიდურეს ქმედებებზეც მიდიან.
გარდა ამისა, ისინი ხშირად ნადირობენ ღამით, როდესაც მათი შემჩნევა განსაკუთრებით ძნელია.

ამის გათვალისწინებით პარკებში ბრაკონიერების საძიებოდ ინფრაწითელი კამერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს,
მაგრამ ამან პრობლემა არ მოაგვარა. სითბოს გამოყოფენ, როგორც ადამიანები, ისე ცხოველები, რის გამოც მათი გარჩევა
ინფრაწითელ ფოტოებზე ძნელი აღმოჩნდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ წინაღობის დაძლევა შეძლეს. სისტემა Systematic POacher detector (SPOT) გააუმჯობესეს და ახლა ის უკვე აანალიზებს ფოტოებს, იგი ადამიანებისა და ცხოველების შესახებ მონაცემებს განასხვავებს.

პირველ ეტაპზე უპილოტო აპარატის მიერ მოწოდებული ყოველი გამოსახულების დამუშავებაზე 10 წამი იხარჯებოდა, მაგრამ დახვეწის შემდეგ სისტემა ბრაკონიერების აღმოჩენას უკვე 0.3 წამში ახერხებს, რაც რეინჯერებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად მივიდნენ დანაშაულის ადგილას.

SPOT-ის რეგულარულად გამოყენება პირველად ბოცვანაში დაიწყება. აქ რამდენიმე ნაკრძალის ზონაა, მათ შორის ცენტრალური კალაჰარის ნაკრძალი და ეროვნული პარკი ჩობე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?