ადამიანების ზოოპარკი - XIX საუკუნის ევროპის შოკის მომგვრელი გასართობი (+ფოტო)
ადამიანების ზოოპარკი - XIX საუკუნის ევროპის შოკის მომგვრელი გასართობი (+ფოტო)
ვინ ცხოვრობს სამხეცეში? სპილოები, ჟირაფები, დათვები და ვეფხვები... კიდევ ბუშმენები, ინდიელები, ესკიმოსები, სულუსები, ნუბიელები… ძალიან საშიშად ჟღერს, მაგრამ რამდენიმე ასეული წლის წინ ევროპაში არსებობდა ადამიანების ზოოპარკები, სადაც შესაძლებელი იყო გენახა გონიერი ადამიანები, რომლებიც ”ცივილიზაციიდან” შორს ცხოვრობდნენ.

ეთნოლოგიური ექსპოზიციების სანახავად დიდიან პატარიანად ყველა მიდიოდა. აზიისა და აფრიკის მცხოვრებლებს ხშირად მაიმუნებთან ერთად ათავსებდნენ ვოლიერებში, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ადამიანები დარვინის ევოლუციის თეორიაში გარდამავალი რგოლები იყვნენ.

ეგზოტიკური ერები ევროპელებს აოცებდნენ.

დამიანების ზოოპარკების ორგანიზება სხვადასხვა ქალაქში ხდებოდა. ანტვერპენი, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, მილანი, ნიუ-იორკი, ვარშავა, ჰამბურგი და სანკტ-პეტერბურგი ქალაქებია, სადაც მხოლოდ ადამიანების გამოფენები არ ეწყობოდა. როგორც წესია, ”იშვიათი” აბორიგენების სანახავად ასობით
ათასი დამთვალიერებელი მიდიოდა. აი, ”ზანგების სოფლის” სანახავად პარიზის მსოფლიო გამოფენაზე 28 მილიონი ადამიანი მივიდა.

როგორც წესია, ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მიერ უცნაურად ”უცნაური” ერების წარმომადგენლები ძალით გამოყავდათ მათი მიწებიდან და ისე დაყავდათ საჩვენებლად. ხშირად აუთენტური დასახლებების იმიტაციას ახდენდნენ, ქოხებს აგებდნენ, ნიშნავდნენ ტომის ბელადს. როგორც წესი, ზოოპარკის ხელმძღვანელობა ცდილობდა, თავისით გაენაწილებინა როლები, თუმცა, ეს ყოველთვის არ გამოსდიოდა და ხშირად თავად აბორიგენები იყვნენ თავისი დადგმული ცხოვრების ”რეჟისორები”.

ადამიანების გამოფენები დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანელებში. აქ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა სოციალური დარვინიზმის იდეებით გატაცებამ, რომელმაც XIX საუკუნის ინტელიგენცია მოიცვა. ზანგების სოფლებს ინტერესით ათვალიერებდა ბისმარკი და იმპერატორი ვილჰელმ მეორე.

როგორც წესი, ზოოპარკის ახალ ბინადრებს საგულდაგულოდ სწავლობდნენ, რომ გამოერკვიათ, თუ რომელ ”ბუნებრივ ერს” მიეკუთვნებოდნენ. ამისთვის ისინი მათ თავის ქალას უზომავდნენ, აფიქსირებდნენ ცხვირის ფორმას, კანის ფერს, სწავლობდნენ ენის თავისებურებებს. საბოლოოდ, გაიცემოდა ოფიციალური დოკუმენტები, რასაც ბოლოს აძლევდნენ ამ ტომის წევრის ბატონს, რომელიც მას ყიდულობდა.

ეგზოტიკური ერების მიმართ საერთო ინტერესის პარალელურად აქტიურად დაიწყო განვითარება ანთროპოლოგიამ. ის, რაც დღეს ამორალურად გვეჩვენება, ადრე არანაირ შფოთს არ იწვევდა გართობის მოყვარულებს შორის. ისინი მშვიდად დასეირნობდნენ ადამიანებით სავსე გალიებს შორის. ასეთი ზოოპარკები მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში უკვე აღარ არსებობდნენ, თუმცა, ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში 1-2 მსგავსი შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?