ქუთაისის ცენტრში მიუსაფარი ძაღლებისთვის რამდენიმე საკვებური განთავსდა
ქუთაისის ცენტრში მიუსაფარი ძაღლებისთვის რამდენიმე საკვებური განთავსდა
უსახლკარო ცხოველებისადმი დამოკიდებულება საზოგადოებრივ დონეს ასახავს.

საზღვარგარეთ ცხოველებზე სერიოზულად ზრუნავენ და ძალიან სასიხარულოა, რომ მსგავსი მაგალითები ბოლო დროს უკვე ჩვენს ქვეყანაშიც შეინიშნება. მაგალითად, რიგ უბნებში უსახლკარო ძაღლებისთვის მოქალაქეები ან რიგი ორგანიზაციები სახლებს დგამენ.

კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა ქუთაისში, სადაც ერთ-ერთმა საფინანსო ორგანიზაციამ ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე უსახლკარო ცხოველებისთვის საკვებითა და წყლით სავსე რამდენიმე საკვებური დადგა.

როგორც ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ თავის ფეისბუქგვერდზე
დაწერა
- ”ქუთაისში ერთ-ერთმა საფინანსო ორგანიზაციამ ქუჩის ძაღლებისთვის საკვებისა და წყლის დანადგარები განათავსა. მოდიან ასე უპატრონო ცუგები და ჭამენ”.

იმედია, ამ ფაქტს ქუთაისის, თბილისის და სხვა რეგიონების ხელმძღვანელობაც გაითვალისწინებს.
Nik
გაიხაროს ყველა სიკეთის გამკეთებელმა და ამრავლოს ასეთი ხალხი!
შვილო gio
თუ რამეა ადამიანებმა სახლამდე მიაღწიეთ და იქ მოითავეთ ამბები.. ცხოველებს კი რაღაც სიკეთე მაინც შეარგეთ. რა დაგეტაკათ ამ გულქვა ადამიანებს ასეთი. სიკეთეს დრო არ აქვს. რა უტვინობაა განსაზღვრო ჯერ ადამიანს ეკუთვნის სიკეთე თუ ჯერ ცხოველს?! რა გაუმეტარობაა!განა ვერ ხვდებით რაც გემეტებათ სულიერისთვის - ისე მოგეცემათ! თავი მაინც შეიცოდეთ!
gio
ქუთაისში მერიის წინ, ბაღში ტუალეტია,იმას ვერ მიხედა მერიამ[ყარს ყველაფერი] და რა ძაღლებზე საუბრობთ, ქუთაისის ცენტრში კაი სანახავი იქნება უამრამი მიუსაფარი ძაღლი, ტურისტებს ვერ გამოლევ, სანახავად მოვლენ აუცილებლად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?