დავით სერგეენკო - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია
დავით სერგეენკო - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა დღესაც ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ კუთხით შეკითხვების მოხსნა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის
ფინანსური პარამეტრებითაც“, - აღნიშნა სერგეენკომ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?