წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ
წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ
წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრავმირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.

ადგილზე მალევე გამოცხადდა სააგენტოს მობილური ჯგუფი, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.

როგორც ZooClub.ge-ს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ძაღლს ჭრილობა სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ცხოველი  ვეტექიმების ზე
დამხედველობის ქვეშ იმყოფება და რეაბილიტაციას გადის. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული
აქვთ.

Zooclub

Zooclub

Zooclub
!
,,პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო",შეიძლება უადგილოდ ვამბობ ამას, მაგრამ ბცოდვები უკნ დაუბრუნდებათ! ბებეს და მისნაირ გულისხმიერ ადამიანებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!
bebe-ვ, დაოკდი, თორემააა . . .
. . . მაწანწალა ძაღლის ტილები დაგესევიან და паршивый bebe გახდები! ისე, დროა, ცელოფნის პარკები შეიძინო და მაწანწალა ცხოველების მიერ ქუჩაში უხვად მიმობნეული ექსკრემენტები შეაგროვო, თორემ პატრონები ალიკაპის, საყელურის და პარკის ხმარებას თბილისში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც სწავლობენ.
ზომიერების სიმდაბლეს საზღვარი არ აქვს
ვაი სე საცოდაო. რა გეშველება ასეთი მდაბიო რომ ხარ ? შენნაირი სულმდაბალი ადამიანების დამსახურებაა ცოცხალი არსებების ასეთი ყოფა. იმასაც ვერ ხვდები, რომ ამისი ჩამდენი ხვალ შენს შვილს გადაუჭერს ნაჯახს
bebe-ს
ბებევ, შე მართლა "ბ ე ბ ე" !!!
bebe
პატივცემულო ,,ზომიერებავ'' თქვენი პიროვნული დეგრადაცია და კრეტინიზმი რატომ არის უზომო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?