არაბეთის უდაბნოში ძაღლების უძველესი გამოსახულებები იპოვეს
არაბეთის უდაბნოში ძაღლების უძველესი გამოსახულებები იპოვეს
საუდის არაბეთში სპეციალისტებმა კლდეზე ძაღლების უძველესი გამოსახულებები აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, მათი ასაკი 8000 წელია. გერმანელი ზოოლოგების კვლევაზე სტატია სპეციალურ ჟურნალ "Journal of Anthropological Archaeology"-ში გამოქვეყნდა.

არქეოლოგებმა ნახატები მთებში, შუვაიმისისა და ჯუნნას რაიონში იპოვეს. სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ნახატებში 349 ცხოველია გამოსახული. მათგან ძაღლების უმეტესობა გამოსახულია ნადირობის დროს, იმ მომენტში, როდესაც ისინი თხებს ან გაზელებს ესხმიან თავს.

Zooclub

იქვე დახატულია ადამიანის ფიგურები, რომლებსაც ხელში იარაღი უჭირავთ. მთლიანად ნახატებზე 7000-ზე მეტი ადამიანი და ცხოველია გამოსახული. ძაღლების ზომა საშუალოა, კუდი მრგვალი ფორმით
აქვთ აპრეხილი,
ასევე აქვთ წვეტიანი ყურები და მოკლე ცხვირი. მეცნიერების თქმით, ისინი თანამედროვე ქანაანური ჯიშის ძაღლებს გვანან.

Zooclub

არქეოლოგებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძაღლების გამოსახულებებს ინდივიდუალური ნიშნები აქვთ - სხვადასხვა შეფერილობა, ლაქები, წერტილები ბეწვზე.

Zooclub

ამ ნახატების დახმარებით, მკვლევრები შეძლებენ გარკვევას, თუ რანაირად ურთიერთობდნენ უძველეს ხანაში ადამიანები ძაღლებთან. შემდეგ ეტაპზე ექსპედიციის წევრები საუდის არაბეთში მოშინაურებელი ძაღლების ნაწილებს მოძებნიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?