ნიუ-იორკში სპილოების ცირკში მონაწილეობა აკრძალეს!
ნიუ-იორკში სპილოების ცირკში მონაწილეობა აკრძალეს!
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ნიუ-იორკის ტერიტორიაზე სპილოების ნებისმიერ საცირკო წარმოდგენაში მონაწილეობას კრძალავს.

”მადლობას ვუცხადებთ გუბერნატორ კუმოს იმის გამო, რომ მან ამ ისტორიულ კანონპროექტს მოაწერა ხელი. სპილოების ცირკებსა და სხვა მოძრავ შოუებში გამოყვანის ტრადიცია დაძველდა და ამ საოცარ ცხოველებს წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს", - განაცხადა ”აშშ-ს ჰუმანური საზოგადოების” (The Humane Society of the United State) ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო დირექტორმა ბრაიან შაპირომ.

კანონს ხელი 2017 წლის 19 ოქტომბერს მოეწერა, თუმცა, ძალაში იგი 2019 წლის ოქტომბერში შევა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?