იმერეთში “წითელი ნუსხით” დაცული სვავის სახეობის ფრინველი მოკლეს
იმერეთში “წითელი ნუსხით” დაცული სვავის სახეობის ფრინველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, "საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა.

„ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია. მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება“, – განაცხდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?