თბილისის ერთ-ერთ სანაგვე ურნასთან წამებით მოკლული მონადირე ძაღლი იპოვეს
თბილისის ერთ-ერთ სანაგვე ურნასთან წამებით მოკლული მონადირე ძაღლი იპოვეს
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის” საზოგადოების ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი სასტიკი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სოციალური ქსელით 2017 წლის 13 ოქტომბერს Facebook-ის გვერდზე ”ფოტო ხელოვნება”-მ გამოაქვეყნა ცხოველებისადმი სისასტიკის ამსახველი ფოტო. გვერდის ადმინისტრატორი ამ ფოტოს შემდეგ კომენტარს უკეთებს: ”თბილისის გარეუბანში უპოვიათ დღეს :( ყელზე მავთული აქვს მოჭერილი და გაგუდულია. რა ვთქვა არ ვიცი... სიმწრისგან ვერც კი ვბრაზდები”.

საქართველოში ყველაზე ცუდი ბედი უმეტეს შემთხვევაში მონადირის ჯიშის ძაღლებს აქვთ. ამ ძაღლების პატრონების უმეტესობა მათ, როგორც იარაღს ისე უყურებენ. ისინი ხშირ
შემთხვევაში დატყვევებულები არიან პატარა სათავსებში (სარდაფი, ავტოფარეხი). ხშირ შემთხვევაში თუ ძაღლი დაბერდა, დაავადდა, ან სხვა
პრობლემების გამო ვეღარ ინადირა, მათი ბედი ან ტყეში მიტოვებაა, ან ქუჩაში გაგდება, ან მოკვლა. თავშესაფრები გავსებულია ქუჩაში გაგდებული მონადირე ჯიშის ძაღლებით, რომელთა უმრავლესობა ტრავმირებულია. ქალაქებში და სოფლებში ხშირად შევხვდებით უმეთვალყურეოდ მიტოვებულ და უმეტესად დაავადებულ და ტრავმირებულ მონადირე ჯიშის ძაღლებს. ისინი თავიანთმა პატრონევმა გამოაგდეს!

ეს ფოტო მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად სადისტი ადამიანი იყო ამ ძაღლის პატრონი. ის გაგუდა მავთულით, ხოლო შემდეგ, როგორც ნაგავი ბაგვის ბუნკერთან დააგდო.

სამწუხაროდ საქართველოში ხშირია ცხოველების მიმართ სისასტიკის ფაქტები. ეს კი უპირველესად შესაბამისი კანონმდებლობის არასრულყოფაზე მიგვანიშნებს.”

წყარო: ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
”ფოტო ხელოვნება”
baCuki
ამის გამკეთებელს გული არა აქვს, უგულო კაცი უბედურია, უბედური ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, რადგან ყოველგვარ ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ სიკეთესა და სიყვარულსაა მოკლებული!
giorgi
პატრონის გაკეთებული არ იქნება ეს... თავში ავარდნილი მოზარდების ნამოქმედარს გავს, უსაქმოდ ვინც დაეხეტება და გასართობს ეძებს. თავად გავაგდებინე ერთხელ საცოდავი კნუტი ხელიდან თინეიჯერ ნაძირალათა ჯგუფს.
eeeeex
ამის ჩამდენს უხამსობა და შეურაცხყოფა კი არა დედა უნდა მო--ნა თვალწინ
Io
Xელები უნდა დააჭრა ამის გამკეთებელს
კახა
ამ ფაქტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდენ, რათა სასტიკად დაისაჯოს ამის ჩამდენი. ძალიან მძიმეა ამის ნახვა..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?