თბილისის ზოოპარკმა 6 დაობლებული მგლის ლეკვი შეიფარა
თბილისის ზოოპარკმა 6 დაობლებული მგლის ლეკვი შეიფარა
თბილისის ზოოპარკმა 6 დაობლებული მგლის ლეკვი შეიფარა. ამის შესახებ ზოოპარკის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”ალბათ ზუსტად ასეთი თვალებით უყურებდნენ პატარა მგლის ლეკვები მაუგლის, როცა აკელამ და რაქშამ ადამიანის ბავშვი გასაზრდელად თავის ნაშიერებთან მიიყვანეს...

მაუგლის რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ ეს დაობლებული ლეკვები შევიფარეთ. სულ 6 გვყავს. გიჟები, გადარეულები, ცანცარები და ცოოოტა ავები. დედა რაქშას მაგივრობას მოირა უწევს. მამობილი არ ჰყავთ, მაგრამ ეგ არაფერი - ისეთი დედაა მოირა, ქალიც ისაა ოჯახში და კაციც. ეგ კი არა, საკვები რომ შეაქვთ, ჯერ ელოდება, ბავშვები როდის
შეჭამენ და მხოლოდ შემდეგ მიირთმევს თვითონ”, - იტყობინებიან ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?