ჩერნობილის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო ძაღლები სპეციალისტებს რადიაციული ზემოქმედების შესწავლაში ეხმარებიან
ჩერნობილის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო ძაღლები სპეციალისტებს რადიაციული ზემოქმედების შესწავლაში ეხმარებიან
30 წლის წინ მიტოვებული ჩერნობილის ტერიტორიაზე მკვლევარები და ექსპერტები ჩავიდნენ, რათა უპატრონო შინაური ცხოველების დახმარებით, დასხივების დონე გამოეკვლიათ.


1986 წელს მომხდარმა ატომურმა კატასტროფამ რაიონი აქცია უდაბნოდ, სადაც 30 წლის განმავლობაში ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ ტერიტორია 120 000-მა ადამიანმა დატოვა. ზოგიერთ მათგანს შინაური ცხოველის მიტოვება მოუხდა. 

დღეის მონაცემებით, ჩერნობილის ტერიტორიაზე, ატომური ელექტრო სადგურის სიახლოვეს, მიტოვებული შინაური ცხოველის 900-მდე შთამომავალი ბინადრობს. მათ ამავე ადგილზე მომუშავე ადამიანები კვებავენ. მუშა- ხელი  ყოველდღე ჩადის ჩერნობილში და გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაოებს ასრულებს. იგივე თანამშრომლები, რომლებსაც ცხოველები ეცოდებათ,
ზამთრის ყინვიან პერიოდში ძაღლებს ქარხნის შიგნით უშვებენ,"- წერს გამოცემა ”Daily Mail”-ი.

ამ უპატრონო შინაური ცხოველებით
სპეციალისტები დაინტერესდნენ. ათასობით მოხალისე მთელი მსოფლიოდან, რომელთა შორისაც არიან ვეტერინარები და რადიაციული ექსპერტები, მონაწილეობენ პროექტში, სახელად "ჩერნობილის ძაღლები", რომელიც ამერიკული არასამთავრობო ფონდ Clean Fetures Fund-ის  მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ვეტერინარები ძაღლებს უკეთებენ სტერილიზაციას, ზრუნავენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კვლავ აბრუნებენ ბინადრობის არეალში. ზოგიერთ მათგანს უკეთებენ რადიაციის მაჩვენებელ ხელსაწყოს და GPS გადამცემებს.

ექსპერტები მათი დახმარებით ჩერნობილის ტერიტორიაზე განსაზღვრავენ რადიაციის დაბინძურების დონეს. ასევე, სწავლობენ იმ ადგილებს, სადაც დასხივების რისკი მაღალია და იქ ყოფნით, შესაძლოა, ადმიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?