არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრისგან დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრისგან დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში
”არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ”, - გარემოს დაცვის მინიტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის ხეობაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია ტყეში ხანძრის შედეგად განადგურებული ცხოველების შესახებ მას შემდეგ ექნება, რაც ხანძრის ლიკვიდირება მოხდება.

„ძირითადი არეალი ხანძრის გავრცელების არის 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია. ცეცხლი, რომელიც ახლა აქ ანთია, ძირითადად, უკიდია გამხმარ ბალახს. მოშიშვლებულ ფერდობზე არის ცეცხლი, რომელსაც აღვივებს ქარი, მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენებმა იმუშავეს. გვერდზე არის ფოთლოვანი და წიწოვანი საფარი და მას ხანძარი ვერ ერევა და
იმედი მაქვს, ვერც მოერევა. ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორი კლიმატური პირობები გვექნება. ქარი მასზე კარგად ვერ
მოქმედებს. რაც შეეხება ცხოველებს, მაგალითად, დათვებს დასახლებულ პუნქტთან, თან გადამწვარ ტერიტორიასთან არ ექნებოდათ ბინა და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს ხანძარის. ასევე დააღწევდნენ თავს ირმებიც. შეიძლება ვივარაუდოთ შველის არსებობაც, მაგრამ არა იმხელა რისკებზე, რომ მათ გადანგურებაზე ვიფიქროთ. აქ, სავარაუდოდ, განადგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდები, მაგრამ ფრინველები მოახერხებდნენ გადადგილებას, რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და წვირილი ძუძუმწოვრები და სავარაუდოდ, მათი ნაწილი გადანაგდურდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინება, როცა სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ ტეროტორიაზე და ჩაატარებენ კვლევას. ჯერ მეხანძრე-მაშველებს არც ერთი დახოცილი ცხოველი ან ფრინველი არ უნახავთ და რომ ენახათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა აგულაშვილმა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?