"სამეფო კარის თამაშების" გმირი საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდებს, ჰასკის ჯიშის ძაღლები არ აიყვანონ
"სამეფო კარის თამაშების" გმირი საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდებს, ჰასკის ჯიშის ძაღლები არ აიყვანონ
"მსახიობმა პიტერ დინკლიჯმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" ტირიონ ლანისტერის გმირს განასახიერებს და წარმომადგენელია ორგანიზაციის - "ადამიანების ცხოველთა ეთიკური დამოკიდებულება", საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდა, არ აიყვანონ ჰასკის ჯიშის ძაღლები", -  წერს გამოცემა "Entertainment Weekly"-ი.

ამ ჯიშის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ჰასკი ძალიან ჰგავს იმ მითიურ მგლებს, რომლებიც სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" ფიგურირებენ.

მსახიობის თქმით,  ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა ჰასკის ჯიშის ძაღლების მიტოვება ცხოველთა თავშესაფრებში, რითაც თავშესაფრის წარმომადგენლობა შეშფოთებულია, ხოლო მომშენებლები ამ ჯიშის ლეკვების გაყიდვის ზრდას ადასტურებენ.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "PETA"-ს თქმით, წარსულში
არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა "101 დალმატინელი", "ქერათმიანი ადვოკატი" და "ჩიხუახუა ბევერლი ჰილზიდან".


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?