გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება. ამის შესახებ  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები.

„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის - 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, - აცხადებენ სამინისტროში.

2017-2018 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის
ვადები და დღიური ლიმიტები, ასევე მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ბმულზე: moe.gov.ge




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?