მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 282 გველი დაიჭირა
მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 282 გველი დაიჭირა
მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 282 გველი დაიჭირა. აქედან არც ერთი მათგანი შხამიანი ქვეწარმავალი არ ყოფილა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, თემურ ფხალაძის განცხადებით, წელს გველის მიერ დაკბენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ქვეწარმავლების შესახებ გამოძახების რიცხვი თბილისის მასშტაბით წელს შარშანდელთან შედარებით მცირეა.

”ქვეწარმავლების აქტივობა სიცხეში ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მხრივ წელს გამონაკლისი არ არის. მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევად
არებთ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს, ქვეწარმავლების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

ქვეწარმავლის მხრიდან ადამიანის დაკბენის შემთხვევები წელს არ დაფიქსირებულა”, - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა თემურ ფხალაძემ.

სააგენტოს უფროსის მოადგილის ლერი ქვარაიას
ინფორმაციით კი, წელს სააგენტოში ქვეწარმავლების შესახებ 580 შეტყობინება შევიდა. აქედან რეაგირება 557 შემთხვევაში განხორციელდა და 282 ქვეწარმავალია დაჭერილი. მისივე ინფორმაციით, გამოძახება ქალაქის ყველა რაიონიდან ფიქსირდება.

”შარშან ერთი შემთხვევა იყო შხამიანი გველის. თბილისის კლიმატური პირობები უწყობს ხელს ქვეწარმავლებს. ისინი უვნებელი გველები არიან. დაკბენის შემთხვევაც არ გვქონია”, - განაცხადა ლერი ქვარაიამ.

აე
აბა პითონის ლეკვი დაედოთ? ჩხრიალები ჩვენთან არიან. თან ეს როგორ ავად დაკრეჭილია :D ლამაზია თან ეს ოხერი
jjj
და ეს ჩხრიალა გველის ფოტო რატო დევს ნეტა
datiko48
საიდან ამდენი სიდედრები ბუნებაში?ალბათ ჩასაფრებულნი ელოდებიან სიძეებს რომ დაკბინონ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?