თბილისში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
თბილისში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით, ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მას მოპოვებული ჰქონდა 23 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?