ცხოველთა დამცველებმა რუსთავის პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს
ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობით, რუსთავში, პოლიციის შენობასთან, მშვიდობიანი აქცია, სახელწოდებით - ,,არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრებია“. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მეგობრობის გამზირზე, 31 ივლისს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის მიერ ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტს აპროტესტებენ და სამართალდამცველებისგან დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ მომხდარ ფაქტს. ჩვენი თხოვნაა პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ, რომ ეს საქმე კარგად გამოიძიონ, რადგან ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დროს ადგილზე
იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები და თუ მათი ყოფნა იქ დასტურდება, მაშინ ეს უკვე არის სსკ-ის 259-ე
მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი დანაშაული. ჩვენი აქცია არის მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ბედავს და მომხდარ ფაქტებს უყურადღებოდ არ ტოვებს, ტელეფონს იღებს ხელში და ურეკავს პოლიციას. მინდა საზოგადოებამ და ქალაქმა, ყველამ იცოდეს, რომ ცხოველთა დამცველები ერთეულები არ არიან“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების“ ხელმძღვანელმა ირინა ლიკლიკაძემ.

31 ივლისს, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად სცემა, შედეგად ცხოველი მოკვდა. ფაქტის თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია. ის სამართალდამცავებმა იმავე ღამეს გამოკითხეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?