უკანონოდ დატყვევებული დათვის უკეთეს ვოლიერში გადაყვანა უახლოეს დღეებში მოხდება - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
უკანონოდ დატყვევებული დათვის უკეთეს ვოლიერში გადაყვანა უახლოეს დღეებში მოხდება - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
უკანონოდ დატყვევებული დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვს ეხება, განმარტავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა - პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავს, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.

”შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა
და, რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორებს. 10
ივლისს, ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც, მისივე განმარტებით, ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

ვინაიდან, დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

დათვის გადაყვანა ცხვარიჭამიაში, თამაზ ელიზბარაშვილისა და სოსო ჯიქურაშვილის მიერ მოწყობილ "ნაკრძალ-თავშესაფარში", ამავე პირების მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით, 28 ივლისს დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, როგორც თავშესაფრის მეპატრონეები, ასევე პირი, რომელსაც დათვი დროებით მიბარდა. თუმცა, ადგილზე გამოცხადების შემდეგ, აღნიშნულმა პირმა უარი განაცხადა დათვის დათმობაზე, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა - ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციაც. ამის შემდგომ, პირმა, რომელსაც დათვი დროებით ჰყავდა მიბარებული, იმ ტერიტორიის მესაკუთრესთან ერთად, სადაც უკანონო ვოლიერია განთავსებული, ბელიაშვილის ქუჩა დატოვა, შესაბამისად, ვერ მოხერხდა დათვის გადასაყვანად კანონით დადგენილი საჭირო პროცედურების განხორციელება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ადგილზე შეადგინეს აქტი, სადაც დაფიქსირდა, რომ აღნიშნულმა პირმა არ შეასრულა უფლებამოსილი თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა, მისთვის დროებით მიბარებული ცხოველის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გადაცემის თაობაზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკანონოდ დატყვევებული დათვის უკეთეს ვოლიერში - ცხვარიჭამიის "ნაკრძალ-თავშესაფარში" დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გადაყვანა, ყველა დადგენილი პროცედურის დაცვით, უახლოეს დღეებში მოხდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლია
არ შეიძლება ბუნებაში რომ დააბრუნოთ?რამხელა ტკივილი და ტანჯვა იკითხება მის თვალებში, ნუთუ ვერ ამჩნევს ვერავინ?! ხელმოწერებს შევავროვწბ ოღონდაც ბუნებაში გაუშვით თავისუფლებაზე და არა ვოლიედან ვოლიეში! პაგივისცემით ლია ბ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?