ბარბარა სტრეიზანდი საყვარელი ძაღლის სიკვდილს ძალიან განიცდის
ბარბარა სტრეიზანდი საყვარელი ძაღლის სიკვდილს ძალიან განიცდის
ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის ბარბარა სტრეიზანდის საყვარელი ძაღლი სემი 14 წლის ასაკში მოკვდა. ვარსკვლავი ოთხფეხა მეგობრის დაკარგვას ძალიან განიცდის

75 წლის მსახიობმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა, რომ სემი მოკვდა და მისთვის ძვირფასია ოთხფეხა მეგობართან გატარებული ყოველი წუთი. 

ბარბარა სტრეიზანდმა საკუთარ Instagram​-ზე კოტონ დე ტულეარის ჯიშის ძაღლის არაერთი ფოტო განათავსა, რომელსაც მეორენაირად "მადაგასკარის სამეფო ძაღლსაც" უწოდებენ.

სემის აყვანამდე მსახიობს ამ ჯიშის არაერთი ძაღლი ჰყავდა, მაგრამ 14 წლამდე მხოლოდ ამ უკანასკნელმა იცოცხლა. მეტიც, რამდენიმე წლის წინ "The Independent"-თან მიცემულ ინტერვიუში,  სტრეიზანდმა სემის უწოდა საკუთარი
შვილი - "გოგონა, რომელიც მას არასოდეს ჰყოლია."


ნანა
დალიან კარგატ ვუგებტ ბარბარას. ჩვენც გვყავდა უსაყვარლესი კატა, რომელსაც დღემდე მივტირიტ მთელი ოჯახი. ის იყო სრულუფლებიანი წევრი.მყავს შვილები, მაგრამ იმასტან გატარებული ყოველი დღე არასდროს დაგვავიწყდება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?