მექსიკაში უძველესი გიგანტური ზვიგენის ნაშთები აღმოაჩინეს
მექსიკაში უძველესი გიგანტური ზვიგენის ნაშთები აღმოაჩინეს
მდინარე პუნტო მალდონატოს ნაპირთან გერეროს შტატში გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს.
ანთროპოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) წარმომადგენლების დაახლოებითი მონაცემებით, ცხოველი ადგილობრივ წყლებში 5-დან 1.8 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

ზვიგენის სიგრძე 18 მეტრს შეადგენს, თუმცა, მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ მისი ნაწილი აღმოაჩინეს. დაახლოებით 5 მეტრი, თავის ჩათვლით, ჯერ კიდევ ვერ იპოვეს, რაც ცხოველის იდენტიფიკაციას აფერხებს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეთევზეებმა მეგალდონის - გიგანტური ზვიგენის ნაშთები იპოვეს. მეგალდონები ზემტაცებლები იყვნენ. ისინი კვების ჯაჭვის თავში იმყოფებოდნენ. უფრო ზუსტი მონაცემების მოპოვებას INAH-ის მეცნიერები მხოლოდ ცხოველის სრული ნაშთის მოძიების შემდეგ
შეძლებენ.


Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?